image
23. რატომ არ არსებობს ამჟამად ათონის მთაზე იქ მოღვაწე ღირს მამათა უხრწნელი წმ. ნაწილები?
როგორც ამბობენ ამის მიზეზს შემდეგი გარემოება წარმოადგენს: ათონის მთაზე ერთი კეთილმსახური ბერი ცხოვრობდა, რომელიც მდუმარებასა და განმარტოებაში განლევდა დღეებს. მას ჰყავდა მორჩილი, რომელსაც იმავე ცხოვრების წეს ასწავლიდა. ბერის გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ათონის მთაზე მიღებული წესისამებრ, გახსნეს რა მისი საფლავი, იქ წმინდანის მირონმდინარე უხრწნელი თავი იპოვეს. მრავალმა იწყო ამ სიწმინდის თაყვანისსაცემად სიარული, ისინი ცხებდნენ მირონს და სენთაგან იკურნებოდნენ. ამავე დროს, მომლოცველები მორჩილს მყუდროებასა და განმარტოებას ურღვევდნენ. ამიტომ მორჩილმა თავის განსვენებულ ბერს საყვედურით მიმართა: „მამაო! შენ მთელი ცხოვრების მანძილზე მდუმარებასა და განმარტოებას მასწავლიდი, აღსრულების შემდეგ კი მირღვევ მას“. ამ სიტყვების შემდეგ შეწყდა კეთილსურნელოვანი და მაკურნებელი მირონის დენა და მხოლოდღა ცარიელი ძვლები დარჩა. ამბობენ, რომ ამ დღიდან მოყოლებული ათონის მთაზე ბერთა სამარხებში პოულობნდნენ ყვითელი, თეთრი ან შავი ფერის ძვლებს ან გაშავებულ უხრწნელ გვამს და ამის მიხედვით მსჯელობდნენ განსვენებულთა სულის მდგომარეობის შესახებ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები