1727.ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ მცნებების გარდა რას მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება იესო ქრისტემ?
განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ნეტარების ცხრა მცნებას.
1728.როდის წარმოთქვა ქრისტემ ნეტარების ცხრა მცნება?
წარმოთქვა მოღვაწეობის დასაწყისში, მთაზე ქადაგების დროს, რომელშიც თავისი ზნეობრივი მოძღვრების მთავარი არსი გადმოსცა.
1729.როგორ იკითხება ნეტარების ცხრა მცნება?
ნეტარების მცნებებია:
    განმარტება:
    1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
    2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
    3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
    4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
    5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
    6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
    7. ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
    8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
    9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდნენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა.
1730.ვინ არიან სულით გლახაკნი?
არიან ისინი, ვინც ღმრთის წინაშე თავს არარაობად მიიჩნევენ და მუდამ თავმდაბალნი არიან.
1731.ვის არ გულისხმობდა ქრისტე, სიტყვებში ,,გლახაკნი სულითა"?
გულისხმობდა არა სულიერად შეზღუდულ, არამედ მშვიდ და თავმდაბალ ადამიანებს.
1732.ვინ არიან მგლოვარენი, რომელნიც ნუგეშინისცემულნი იქნებიან?
არიან ისინი:
    1. ვინც წუხს თავისი უბადრუკი სლიერი მდგომარეობის გამო,
    2. ვინც გლოვობს თავსდატეხილი განსაცდელის გამო ან იმიტომ, რომ შეურაცხყოფილია, მაგრამ სასოწარკვეთილებაში კი არ ვარდება, არამედ სწამს ღმრთის შეწევნისა და ნუგეშისა.
1733.ვინ არიან მშვიდნი, რომლენიც დაიმკვიდრებენ ქვეყანას?
არიან ისინი, ვინც დათრგუნა საკუთარ თავში მრისხანება, სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ყველა ადამიანის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ.
1734.ვინ არიან მშიერნი და მწყურვალენი სიმართლისათვის?
არიან ისინი, რომელნიც ეძიებენ სიმართლესა ღმრთისასა, ესწრაფვიან ბიწიერების ძლევას სათნოებათა მიერ, და უპირველესად თავად იქცევიან სამართლიანად.
1735.ვინ არიან მოწყალენი?
არიან ისინი, რომელნიც ეძიებენ სიმართლესა ღმრთისასა, ესწრაფვიან ბიწიერების ძლევას სათნოებათა მიერ, და უპირველესად თავად იქცევიან სამართლიანად.
1736.ვინ არიან წმიდანი გულითა?
არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ დაიცვან გული ცოდვითი ფიქრებისა და ზრახვებისგან და ერიდებიან ურცხვ სიტყვა-პასუხსა და ქცევებს.
1737.ვინ არიან მშვიდობისმყოფელნი?
არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ თითოეულ ადამიანთან უშფოთველად და მშვიდობიანად იცხოვრონ და შეარიგონ წაჩხუბებულნი.
1738.ვინ არიან დევნულნი სიმართლისათვის?
არიან ისინი, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და მზადაა მისთვის ტანჯვაც დაითმინოს.
1739.რა აღნიშნა ხაზგასმით ქრისტემ ნეტარების მეცხრე მცნებაში?
აღნიშნა, რომ გვმართებს ვიყოთ თავდადებულნი მისთვის.
1740.რატომ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანნი ღმერთის ერთგულნი?
იმიტომ, რომ უფალი არ მიატოვებს მისდამი ერთგულთ, შეეწევა მათ ცოდვის დაძლევაში და საუკუნო ცხოვრებაში მათ ტანჯვას სიხარულად გადასცვლის.
    განმარტება:
    I. ვინც ნეტარების მცნებათა თანახმად სულით გლახაკია, ის დარწმუნებულია, რომ ღმერთის გარეშე ვერავითარ სიკეთეს ვერ აღასრულებს. სულით გლახაკნი შეიძლება მატერიალურად მდიდარი ადამიანებიც არიან, თუკი ისინი შეიმეცნებენ, რომ მატერიალური სიმდიდრე წარმავალია და თუ მას, ღმრთის ნებისამებრ კეთილი საქმეებისთვის გამოიყენებენ, და არა ამპარტავნებით თავის ასამაღლებლად. ასევე ფრიად განათლებული ადამიანებიც შეიძლება იყონ სულით გლახაკნი ნეტარების მცნების თანახმად. თუ ისინი არ გაამპარტავნდებიან, არამედ პირიქით, შეიგნებენ, რომ თვით სრულყოფილი განათლებაც კი ღმრთის ყოვლისმცოდნეობასა და სიბრძნესთან შედარებით - არაფერია.
    II. ქრისტემ ბრძანა: ,,რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" (მთ.16,26).
    III. მრავალმან ადამიანმა ღმრთისადმი სიყვარულის და სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გამო მთელი თავისი ქონება საქველმოქმედო, რელიგიური და პატრიოტული მიზნით გაიღო და ნებაყოფლობით ცხოვრობდა უპოვარებაში. ამით აღასრულეს მათ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: ,,უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მთ.19,21).
    IV. მგლოვარეთა ნეტარების შესახებ პავლე მოციქული წერს: ,,რამეთუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარებაი სიკუდილისა შეიქმს" (IIკორ.7,10).
    V. მშვიდი და შრომისმოყვარე მიწის მუშაკი უფრო შეინარჩუნებს თავის დოვლათს, ვიდრე ჭირვეული და ძუნწი.
    VI. სამართლიანობა საბოლოოდ გაიმარჯვებს; თითოეული, ვისაც ის უყვარს, ამას მოესწრება.
    VII. უფალი მშვიდობის მეუფეა და არა განცალკევებისა და დაყოფისა. ვინც ცდილობს იყოს მშვიდობისმოყვარე, ის ღმერთის მიმდევარია და შეიძლება ღმრთის შვილად იწოდოს. ქრისტე თავის მოწაფეებს მოიკითხავდა სიტყვებით: ,,მშვიდობაი თქუენთანა!" (ლკ.24,36; ინ.20,19-21). ამ სიტყვებით მოიკითხავს აგრეთვე მოძღვარი მრევლს წმიდა ლიტურღიაზე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები