1267.ძველ აღთქმში ნაწინასწარმეტყველები იყო მაცხოვრის შობა ქალწულისაგან?
დიახ, ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ,,თვით უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუელ" (ეს.7,14).
1268.რას ნიშნავს სიტყვა ,,ემმანუელი"?
ნიშნავს - ,,ჩვენთან არს ღმერთი".
1269.რატომ მივაკუთნებთ ესაია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს უფალ იესო ქრისტეს?
იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მას შეიძლება მიეკუთვნებოდეს, რამეთუ მხოლოდ მის შესახებ, როგორც ღმერთკაცზე, შეიძლება ითქვას, ღმერთი მოვიდა ჩვენთან და იყო ჩვენთან.
1270.სად იშვა უფალი იესო ქრისტე?
იშვა დაბა ბეთლემში, მღვიმეში, რომელსაც უამინდობის დროს თავს აფარებდნენ მწყემსები თავიანთ ფარასთან ერთად.
1271.თუ იყო ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა?
დიახ, იყო.
1272.რომელმა ძველაღთქმისეულმა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა?
იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველმა მიქეამ, რომელმაც თქვა, რომ ,,შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუოისათა" (მიქ.5,1).
1273.ეს წინასწარმეტყველება ჭეშმარიტად უფალ იესო ქრისტეს შესახებაა?
უეჭველად, რამეთუ მხოლოდ მისი, ვითარცა ძე ღმრთისას წარმოშობა არის ძველთაგან, საუკუნო დღეებიდან.
1274.ებრაელებიც აღთქმულ ქრისტე მაცხოვარს მიაკუთვნებდნენ წინასწარმეტყველ მიქეას ამ წინასწარმეტყველებას?
ებრაელებიც მიაკუთვნებდნენ წინასწარმეტყველ მიქეას ამ წინასწარმეტყველებას აღთქმულ მაცხოვარს ქრისტეს, რამეთუ მეფე იროდის კითხვაზე, თუ სად იშვებოდა ქრისტე, ებრაელმა მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მიუგეს, რომ ის იშვებოდა ბეთლემში და საბუთად მიქეა წინასწარმეტყველის სიტყვები მოუტანეს (მთ.2,5-6; ინ.7,42).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები