თემა: მრწამსი
1258.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრი?
იკითხება ასე: ,,რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა".
1259.ვისზეა ნათქვამი სარწმუნოების სიმბოლოში, რომ გარდამოხდა ზეცით?
ეს ნათქვამია ძე ღმრთისაზე, ი.ი. ძე ღმერთზე.
1260.საიდან ვუწყით რომ ძე ღმრთისა ზეცით გარდამოხდა?
ვუწყით თვით უფალ იესო ქრისტეს სიტყვებიდან: ,,რამეთუ გარდამოხვედ ზეცით ..." (ინ.6,38).
1261.როგორ გარდამოხდა ძე ღმრთისა ზეცით, რამეთუ ის ყველგან მყოფია?
ძე ღმრთისა, ვითარცა ღმერთი, ყველგან მყოფია, მაშასადამე, ის სუფევს ზეცაშიც და ქვეყანაზეც; მაგრამ ადრე, მიწაზე ის უხილავი იყო, და მის მხოლოდ კაცობრივი ხორცით განცხადებას გამოვხატავთ სიტყვებით: ,,გარდამოხდა ზეცით".
1262.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა"?
ვაღიარებთ,
I. რომ ძე მღმრთისამ ადამიანური ხორცი შეისხნა ქალწულ მარიამისაგან სული წმიდის მეოხებით.
II. რომ როდესაც ის ადამიანურ ხორცს ისხამდა, ჩაისახა და იშვა პირველქმნილი (მემკვიდრეობით) ცოდვის გარეშე.
I. რომ ძე მღმრთისამ ადამიანური ხორცი შეისხნა ქალწულ მარიამისაგან სული წმიდის მეოხებით.
II. რომ როდესაც ის ადამიანურ ხორცს ისხამდა, ჩაისახა და იშვა პირველქმნილი (მემკვიდრეობით) ცოდვის გარეშე.
1263.რას ვაღიარებთ სიტყვებით ,,და განკაცნა"?
ვაღიარებთ, რომ ძე ღმრთისამ მიიღო არა მოჩვენებითი არამედ ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება ყველა თვისებასთან ერთად, გარდა ცოდვისა.
1264.ძე ღმრთისა განკაცების შემდეგ, ისევ ღმერთად დარჩა?
დიახ, რამეთუ ის ღმერთიცაა და კაციც, ამიტომ ვუწოდებთ მას ღმერთკაცს.
1265.რატომ განკაცდა ძე ღმრთისა, ანუ რატომ იქმნა კაცად?
იმიტო, რომ განაახლოს პირველქმნილი ცოდვით შებილწული ადამიანური ბუნება, შეაერთოს ღმერთთან, განანათლოს და აცხოვნოს იგი.
1266.ვინ არის ღმერთკაცი?
ღმერთკაცი თავად უფალი იესო ქრისტეა.