თემა: მრწამსი

1447.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მერვე წევრი?
იკითხება ასე: ,,და სული წმიდა უფალი და ცხოველისმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამასა თანა და სულიდა თანა თაყვანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ".
1448.რა არის სული წმიდა?
სული წმიდა არის ღმერთის მესამე სახე.
1449.სწორია სწავლება, რომ სული წმიდა არ არის ღმერთის მესამე სახე და ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ ეს განღმრთობილი ადამიანის სულიერი მდგომარეობაა მხოლოდ?
არა არ არის სწორი, რამდმენადაც უფალი იესო ქრისტე და მოციქულები სული წმიდაზე საუბრობდნენ, ვითარცა მოქმედ ღმერთზე.
1450.რას უწოდებს უფალი იესო ქრისტე სული წმიდას?
უწოდებს ნუგეშინისმცემელს, რომელიც ყოველივეს ასწავლის მოციქულებს; ასე კი მხოლოდ მოქმედ პირზე შეიძლება ითქვას (ინ.14,26).
1451.მოციქულთა რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ სული წმიდა პირია?
ეს ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელმაც მელიტონში შეკრებილ ეპისკოპოსებს უთხრა: ,,ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმინდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა" (საქ.20,28). მწყემსებად დადგინება (ეპისკოპოსებად) კი მხოლოდ ცოცხალ პირს შეუძლია.
1452.რატომ ვუწოდებთ სული წმიდას უფალს?
ვუწოდებთ, რათა დავამოწმოთ, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია.
1453.რატომ ვუწოდებთ სული წმიდას ცხოველსმყოფელს?
ვუწოდებთ, რამეთუ ის შეეწევა ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში (ფს.104,30; რომ.8,26; Iკორ.12,3,7-11).
1454.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,რომელი მამისაგან გამოვალს"?
ვაღიარებთ, რომ სული წმიდა გამოვალს მამა ღმერთისაგან საუკუნეთა დასაბამიდან.
1455.საიდან ვიცით, რომ სული წმიდა მამა ღმერთისაგან გამოდის?
ვიცით უფალ იესო ქრისტეს სიტყვებიდან, რომელმაც ბრძანა: ,,რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის" (ინ.15,26).
1456.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,მამისათანა და ძისაათანა თაყვანის იცემების და იდიდების"?
ვაღიარებთ, რომ სული წმიდა თანასწორია მამა ღმერთისა სა ძისა და რომ მას ეკუთვნის ისეთივე პატივი და დიდება, როგორიც ღმერთის პირველ და მეორე პირებს.
1457.რას ვაღიარებთ სიტყვებიღ: ,,რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ"?
ვაღიერებთ, რომ სული წმიდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ შთააგონებდა, რაც უნდა ექადაგათ და რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიტყვები ღმრთის გამოცხადებას შეიცავს (Iპეტ.1,21).
1458.როდის გარდამოვიდა სული წმიდა მოციქულებზე?
სული წმიდა მოციქულებზე გარდამოვიდა უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან მეორმოცდამეათე დღეს, ე.ი. წმიდა მეერგასე დღეს (საქ.2,1-4).
1459.კვირის რომელ დღეს მოდის წმიდა ერგასი?
წმიდა ერგასი მოდის კვირა დღეს.
    განმარტება:
    I. წმიდა მოციქულეთა საქმეებში (5,3-4) ნაამბობია, რომ პეტრე მოციქულმა უსაყვედურა ანანიას: ,,ანანია, რაისათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა? . . არა ეცრუვე, შენ კაცთა, არამედ ღმერთსა".
    II. 103-ე ფსალმუნის, 30-ე მუხლში ნათქვამია: ,,გამოავლინე სული შენი. ,,და განაახლო პირი ქუეყანისა". - პავლე მოციქული წერს: ,,სულიცა იგი თანა შეეწევის უძლურებათა ჩუენთა" (რომ.8,26), შემდგომ, რომ ,,არავის ზელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა" (Iკორ.12,3) და რომ ,,თვითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაი იგი უფლისაი უმჯობესისათვის. რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაი სიბრძნისაი, ხოლო სხუასა სიტყუაი მეცნიერებისაი მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაი მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათა მისგანვე სულისამ, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველებაი, რომელსამე განკითხვაი სულთაი, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაი, და სხუასა თარგმანებაი ენატაო. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თვითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს" (Iკორ.12,7-11).
    III. არავის აქვს უფლება უფალ იესო ქრისტეს სიტვებს დაუმატოს ან მოაკლოს რაიმე. მეორე საეკლესიო კრებამ გულისხმიერად იმსჯელა სულიწმიდის შესახებ და ყურადიღო სულიწმიდის შესახებ წმიდა ზეპირი გარდმოცემისა და ბიბლიის გამონათქვამები; დაეთანხმა სწავლება , რომ სული წმიდა გამოდის მამისაგან (და არა ძისაგან). მესამე საეკლესიო კრებამ აკრძალა სარწმუნოების სიმბოლოს შეცვლა ან მასზე რაიმეს დამატება. მიუხედავად ამისა ქრისტიანული აღმსარებლობის დიდ ნაწილში შეტანილი იქნა დამატება, რომ სული წმიდა ძისაგანაც გამოდის. მართლმადიდებელი ეკლესია უფალ იესო ქრისტეს სიტყვას ეყრდნობა.
    IV. პავლე და პეტრე მციქულები წერენ, რომ ,,კეთილად იტყოდა სული წმიდა ესაიას მიერ წინასწარმეტყველისა მამათა თქუენთა მიმართ" (საქ.28,25), და რომ ,,არა ნებითა კაცთაითა მოსადამე-იწია წინასწარმეტყველაბაი, არამედ წუვი თა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (IIპეტ.1,21).
    V.სული წმიდა გვეზრახებოდა , აგრეთვე, მოციქულთა პირით. თუმცა სარწმუნოების სარწმუნოების სამწევრში არ იხსენიებიან მოციქულები, მაგრამ არც ერთი ქრისტიანი არ შეორგულდება, რომ მოციქულები შემდგომში მათზე გარდმოსული სული წმიდით აღძრულნი საუბრობდნენ და მოქმედებდნენ.
1460.რა სახით შეეწევა სული წმიდა ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში?
შეეწევა იმით, რომ მათზე ღმრთის წყალობას გარდმოავლენს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები