თემა: მრწამსი

1407.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეხუთე წევრი?
იკითხება ასე: ,,და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა".
1408.რომელ დღეს აღსდგა უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით?
აღსდგა ჯვარცმიდან მესამე დღეს, ე.ი. კვირას, დილით ადრე.
1409.საიდან ვიცით, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა კვირა დღეს?
ეს ვიცით წმიდა წერილიდან, რამეთუ ოთხივე სახარებაში ნათქვამია, რომ უფლის აღდგომა მოხდა შაბათის შემდეგ პირველივე დღეს (მთ.28,1; მკ.16,2; ლკ.24,1; ინ.20,1).
1410.ვის სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით?
სძლია სიკვდილს, ცოდვას და ეშმაკს.
1411.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ თვისი აღდგომით სიკვდილს?
აღდგომით მან დასცა სიკვდილის მეუფებას, რომელიც დაეუფლა არა მარტო მის მკვიდრ სხეულს, რამეთუ წმ. მოციქული პავლე ამბობს: ,,ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწტყდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (Iკორ.15,22).
1412.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით ცოდვას?
სძლია იმგვარად, რომ დასძლია თვისი მტრების ბოროტება და წყევა ცოდვისა საერთოდ, რამეთუ აღდგომით, მისი სამარხიდან მოგვეფინა მიტევების ნათელი.
1413.როგორ სძლია უფალმა იესო ქრისტემ აღდგომით ეშმაკს?
სძლია იმგვარად, რომ მან შემუსრა საკრველნი ცოდვისანი, ამით კი სძლია ეშმაკი, რომელიც ცოდვის დასაბამს წარმოადგენს.
1414.რა მტკიცდება უფალ იესო ქრისტე აღდგომით?
მტკიცდება მისი ღმრთაებრიობა და მისი მოძღვრების ჭეშმარიტება.
1415.რას ნიშნავს სიტყვები ,,ვიცარცა წერილ არს" ?
ნიშნავს იმას, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით არსდგა, როგორც მითითებული იყო ძველ აღთქმაში,
1416.ძველი აღთქმის რომელ წიგნშია მითითებული უფალ იესო ქრისტეს აღდგმოის შესახებ?
მითითებულია შემდეგ წიგნებში:
    1. ფსალმუნთა წიგნში, რომელშიც ნათქვამია: ,,რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა ჰსცე წმიდასა შენსა ხილულად განსახრწნელსა" (ფს.15,10);
    2.იონა წინასწარმეტყველის წიგნში, რომელშიც ნათქვამია, თუ როგორ დარჩა სამი დღე და სამი ღამე იონა ვეშაპის მუცელში და შემდეგ ხმელეთზე იქნა გადმოთხეული უვნებლად, რასაც თავად უფალი იესო ქრისტე მიანიშნებდა, ვითარცა წინასახეს მისი აღდგომისა (იონ.2,1,11; მთ.12,38-40).
1417.ეჩვენა უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ მოციქულებს და მოწაფეებს?
დიახ, მრავალჯერ ეჩვენა მოციქულებსაც და მოწაფეებსაც.
1418.მოწაფეთა და მოციქულთა წინაშე გამოცხადებათაგან რომელს აღწერს წმიდა წერილი უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
წმიდა წერილში აღწერილია, თუ როგორ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე:
    1. მარიამ მაგდალინელს (ინ.20,11-18);
    2. მენელსაცხებლე დედებს, რომლებიც მოწაფეებთან აღდგომის საუწყებლად მოდიოდნენ (მთ.28,9);
    3. ემაუსში მიმავალ ორ მოწაფეს (ლკ.24,13-33);
    4. მოციქულ პეტრეს (ლკ.24,34; Iკორ.15,5);
    5. ყველა მოციქულს, თომას გარდა, და მოწაფეებს, რომლებიც კარჩაკეტილ სახლში იმყოფებოდნენ (ინ.20,19-24);
    6. შეკრებილ მოციქულებს და მოწაფეებს, რომელთა შორის თომაც იმყოფებოდა (ინ.20,26-29);
    7. მოციქულებს და მოწაფეებს, ტიბერიის ანუ გალილეის ზღვასთან (ინ.21,1-14);
    8. ხუთასზე მეტ მორწმუნეს (Iკორ.15,6);
    9. იაკობ მოციქულს (Iკორ.15,6);
    10.კვლავ შეკრებილ მოციქულებს და მოწაფეებს(ლკ.24,36-40);
    11. მისი ცად ამაღლებისას შეკრებილ მოციქულთ (ლკ.24,50-52).
1419.ხომ არ იყო ეს მოციქულების და მოწაფეების მიერ თავის მოტყუება, რაც აიძულებდა მათ ეფიქრათ, რომ ისინი უფალ იესო ქრისტეს ხედავენ?
არა, რამეთუ:
    1. ისინი არ იყვნენ ადვილად მიმდობნი.
    2. შეუძლებელია, რომ მათ ყველას ერთი და იგივე ზმანება ეხილა, თუკი ხილვა მოჩვენებითი იქნებოდა;
    3. ისინი მას არა მარტო ხედავდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ და ეხებოდნენ კიდეც.
1420.საიდან ვიცით, რომ უფლის მოციქულნი და მოწაფეები ადვილად მიმდობნი არ იყვნენ?
ვიცით ქმიდა წერილიდან, სადაც ნათქვამია:
    1. რომ ისინი არ ერწმუნენ მარიამ მაგდალინელს მყისვე, როდესაც ესმათ მისგან, რომ მან უფალი იესო ქრისტე ცოცხალი იხილა, არამედ ირწმუნეს მხოლოდ მაშინ, როცა თავად იხილეს იგი (მკ.16,11-14);
    2. რომ თომა მაციქულმა არამცთუ არ დაუჯერა მოციქულთა და მოწაფეთა კრებულს, როცა უამბეს, რომ უფალი იესო ქრისტე მათ შორისაა, არამედ თქვა: ,,უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა საე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა სა დავსვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს" (ინ.29,19-25).
1421.ირწმუნა თომა მოციქულმა, რომ დანარჩენმა მოციქულებმა და მოწაფეებმა მართალი თქვეს უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
ირწმუნა, რამეთუ რვა დღის შემდეგ თავად იხილა იგი, მოწაფეებთან ერთად.
1442.რა ჰქმნა თომა მოციქულმა, როდესაც აღმდგარი იესო ქრისტე იხილა?
თომა მოციქულმა შესძახა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" (ინ.20,28).
1443.რატომ ეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მოციქულებს და მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
ეცხადებოდა,
    1. რათა განემტკიცებინა მათი რწმენა,
    2. რათა ესწავლებინა მათთვის ღმრთის სასუფევლის საიდუმლოებანი, აგრეთვე, თუ როგორ მოეწყოთ მისი წმიდა ეკლესია (საქ.1,3).
1424.ქრისტიანია ის, ვისაც არ სწამს უფალ იესო ქრისტეს აღდგომა?
არა, ის, არ არის ქრისტიანი.
1425.რატომ არ არის ქრისტიანი, ვისაც არ სწამს უფალ იესო ქრისტეს აღდგომა?
იმიტომ, რომ ის ამით უარყოფს მის ღმრთიურ მაცხოვარებას; ვისაც სწამს ღმრთაება ის ვერ უარყოფს მის მკვდრეთით არდგომას, რამეთუ უწყის ღმერთი ყოვლისშემძლეა და მისთვის არაფერია შეუძლებელი.
1426.საკმარისია რომ უფალ იესო ქრისტეს აღდგომაში გულისხმავყოთ მხოლოდ ძლევა მისი მოძღვრებისა და არა ხორციელად აღდგომა მკვდრეთით?
არ არის საკმარისი, რამეთუ, ქრისტე ხორციელად რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით;
    1. არ იქნებოდა სარწმუნო, რომ მან ჭეშმარიტად გვიხსნა,
    2. მძლეველი არ შეიქნებოდა მისი მოძღვრება.
1427.რა თქვა პავლე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ?
პავლე მოციქულმა თქვა: ,,უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად საქმე არს ქადაგებაი ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (Iკორ.15,14).
1428.რამდენ ხანს იმყოფებოდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე?
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ ორმოცი დღე დაჰყო დედამიწაზე.
    გამარტება:
    I. უფალი იესო ქრისტე რომ რ აღმდგარიყო მკვდრეთით, ქრისტიანული სარწმუნოება ფესვებს ვერ გაიდგამდა. მისი სიცოცხლე რომ სამუდამოდ დასრულებულიყო გოლგოთაზე და სამარხში, სადაც მისი მკვდარი სხეული დაასვენეს, მაშინ მისი სამწლიანი მოღვაწეობა ეფემერული, წარმავალი იქნებოდა და ისეთ მოვლენად იქცეოდა, რადაც სურდათ ეს მის მოწინააღმდეგეებს წარმოეჩინათ. თვით მოციქულთა რწმენაც უკვალოდ გაქრებოდა. მაგრამ უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ დიდ სიხარულად გარდასცვალა მოციქულთა მწუხარება, რომელიც განიცადეს დიდ პარასკევს, მხნეობა და აღტაცება მოჰგვარა მათ და მოუწოდა მზადყოფნისკენ, რომ აღესრულებინათ ყოველივე შესაძლებელი, რათა განევრცოთ ადამიანთა შორის მისი მოძღვრების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. თავის მოტყუებით შეუძლებელია აღმოცენებულიყო და აღორძინებულიყო ისეთი დიდადშვენიერი დაწესებულება, რომელიც ქრისტიანული ეკლესიაა.
    II. უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა დანდიდებული, უკვდავი სხეულით. მისი აღდგომა დასაბამია მართლმადიდებელი სარწმუნოების. ამიტომ პასექი ე.ი. ქრისტეს აღდგომის დღესასწაული, საეკლესიო წლის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს ღმრთისმსახურება აღსავსეა სიხარულით და აღტაცებით: ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!" ესაა ურთიერთშენდობისა და ურთიერთშერიგების დღესასწაული. ხშირად ხდება, რომ თვით მოსისხლე მტრედების დღესასწაული. ხშირად ხდება, რომ თვით მოსისხლე მტრებიჩ კი ურიგებდებიან ერთმანეთს, საკვირველი გალობის მოსმენის შემდეგ: ,,აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ არ ერნო...", ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
    III. უფალ იესო ქრისტეს აღდგომას ჩვენ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ვდღესასწაულობთ. აღდგომის სადიდებელ საგალობლებს აღვვავლენთ ამაღლების დღესასწაულამდე და ვიხსენებთ მას ყოველ კვირა დღეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები