თემა: მრწამსი
1602.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეთერთმეტე წევრი?
იკითხება ასე: ,,მოველი აღდგომასა მკვდრეთით”.
1603.რას ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოს მეთერთმეტე წევრით?
ვაღიარებთ, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეს აღადგენს ჩვენს სხეულს, თუნდაც იგი გახრწნილი იყოს ან სრულიად გამქრალი, და რომ აღდგომის შემდეგ ის განდიდებული და უკვდავი იქნება (ინ.5,28-29; ინ.6,44; Iკორ.15,44-45).
განმარტება:
I.უფალმა იესო ქრისტემ ბაძანა, რომ დადგება ჟამი, ,,რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. Dა გამოვიდოდიან კეთილ-მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა და აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა” (ინ.5,28-29; 6,44).
II.პავლე მოციქული ამბობს, რომ ,,ეგრეცა აღდგომაი მკვდართაი: დათესვის ხრწნილებით, აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით, აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, აღდგების ხორცი სულიერი” (Iკორ.15,42-44).
III.პეტრე მოციქული ამბობს, რომ ,,აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყვითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ სასჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა” (IIპეტ.3,7).
IV.პავლე მოციქული ამბობს, რომ ,,ჩუენი მოქალაქეობა ცათა შინა არს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გადაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი” (ფპ.3,20-21).
V.მორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება ეჭვობდეს აღდგომის შესაძლებლობას, რამეთუ ვითარცა მიწის მტვერისაგან შექმნა ღმერთმა ადამიანის სხეული, ძალუძს აღადგინოს იგი კვლავაც მიწის მტვერისაგან; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა.
VI.იშვიათად, რომ ვინმე წავიდეს მიწიერი ცხოვრებიდან ისეთი სრულყოფილი და წმიდა რომ, ღმრთის მოწყალება არ სჭირდებოდეს. ღამდენადაც ის ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან და ისინიც, ვინც უკვე მარადისობაში გადავიდნენ, ეკლესიის წევრები არიან და შეერთებულნი რწმენითა და სიყვარულით, გვმართებს შევთხოვოთ ღმერთს წყალობა მიცვალებულთათვის.

1604.როდის დადგება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა?
საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა დადგება ხილული სამყაროს დასასრულის შემდეგ, უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს (IIპეტ.3,4,7,10).
1605.ყოველი ადამიანი აღსდგება?
აღსდგება ყოველი ადამიანი, რამდენადაც უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა, რომ ,,მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომისა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომისა სასჯელისასა” (ინ.5,28-29).
1606.რა მდგომარეობაშია მიცვალებულთა სულები საყოველთაო აღდგომამდე?
საყოველთაო აღდგომამდე მართალთა სულები ნათელში, სიმშვიდეში და მარადიული ნეტარების მოლოდინში არიან, ცოდვილთა სულები კი – წყვდიადში, შფოთვასა და სამარადისო ტანჯვის მოლოდინში.
1607.შეერთებულია თუ არა მართალთა სულები სიკვდილის შემდგომი მოლოდინის მდგომარეობა უფალ იესო ქრისტეს პირისპირ ხილვის სურვილთან?
შეერთებულია, როგორც ეს ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელმაც თქვა, რომ სურს ამ ქვეყნიდან გასვლა და ქრისტესთან ყოფნა (ფპ.1,23).
1608.როდის დადგება ჟამი სრული მისაგებელისა?
ეს მოხდება უკანასკნელ სამსჯავროზე, რაც ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომ ,,ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან” (IIტიმ.4,8).
1609.რა იგულისხმება წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებში ,,მას დღესა შინა”?
იგულისხმება საყოველთაო სამსჯავრო, რადგანაც ეს სიტყვა მან წარმოსტქვა უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით (IIტიმ.4,1).
1610.ცნობს თუ არა მარლთმადედებელი ეკლესია სწავლბას განსაწმენდელის შესახებ?
არ ცნობს, რამეთუ მასზე მცირეოდენი მინიშნებაც კი არ არის არც საღმრთო გამოცხადებაში, არც წმიდა წერილსა და ზეპირ გადმოცემებში.
1611. რა უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანთა სულების შესახებ, რომლებსაც თუმცა სწამდათ ქრისტე და შეინანიეს, მაგრამ სიცოცხლეშივე ვერ მოასწრეს გამოეღოთ ნაყოფი ღირსი სინანულისა?
უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის აღვლენილი ლოცვების შედეგად მათი მდგომარეობა შემსუბუქდება, განსაკუთრებით თუე ს ლოცვები შეერთებულია უსისხლო მსხვერპლშეწირვასთან.
1612.რის საფუძველზე უნდა გვჯეროდეს?
ზეპირი გადმოცემების საფუძველზე, რომელიც გამჟღავნდა ძველ აღთქმაში, რამეთუ იუდა მაკაბელმა გარდაცვლილ მეომართა სულებისთვის ღმერთს მსხვერპლი შესწირა.
1613.ლოცულობდნენ პირველი ქრისტიანები მიცვალებულთათვის?
ლოცულობდნენ, რაზედაც მოწმობს საღმრთო ლიტურღია, განსაკუთრებით წმიდა იაკობ მოციქულის მიერ დაწერილი უძველესი ტექსტი.
1614.უპირატესად რომელ დღეებში აღევლინება მიცვალებულთათვის ღმრთისმსახურება მარლთმადიდებელ ეკლესიაში?
აღევლინება გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, აგრეთვე წლისთავზე.
განმარტება:
თუ საღმრთო ლიტურღია მხოლოდ მიცვალებულთათვის აღევლინება, მას მიცვალებულთა მოსახსენებელი ლიტურღია ეწოდება. მარლთმადიდებელი ეკლესია აღავლენს ასევე განსაკუთრებულ ღმრთისმსახურებას მიცვალებულთათვის, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება და რომელიც არ არის დაკავშირებული ლიტურღიასთან. ასევე მოსახსენებელ ღმრთისმსახურებად ითვლება მიცვალებულთათვის წესის აგება.