თემა: მრწამსის განმარტება

1241.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეორე წევრი?
იკითხება ასე: ,,და ერთი იესო ქრისტე ძე ღმრთისა,მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა".
1242.რას ნიშნავს სიტყვა ,,იესო"?
ნიშნავს ,,მხსნელს", ,,მაცხოვარს".
1243.რას ნიშნავს სიტყვა ქრისტე?
სიტყვა ქრისტე ნიშნავს ,,ცხებულს".
1244.ძველ აღთქმაში ვის ცხებდნენ მირონს?
ძველ აღთქმაში მირონს სცხებდნენ წინასწარმეტყველთ, მღვდელმთავრებს და მეფეებს.
1245.რატომ ეწოდა მაცხოვარსაც მირონცხებული?
ეწოდა იმიტომ, რომ მასში შერწყმულია მეცნიერება წინასწარმეტყველისა, სიწმიდე მღვდელმთავრისა და ძლიერება მეფისა.
1246.როგორ აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ მოწოდება წინასწარმეტყველისა?
აღასრულა წინასწარმეტყველებებითა და ქადაგებებით.
1247.რას წინასწარმეტყველებდა უფალი იესო ქრისტე?
წინასწარმეტყველებდა მრავალ რასმე.
    მაგალითად:
    1. თვისი ვნების, ჯვარცმით სიკვდილისა და აღდგომის შესახებ (მთ.16,21; მთ.17,22-23; მთ.20,18-19).
    2. იერუსალიმის დაქცევას (ლკ.19,42-44).
1248.როგორ აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ მოწოდება მღვდელმთავრისა?
იმგვარად, რომ დაადგინა წმიდა საიდუმლოებანი და თავი თვისი შესწირა მსხვერპლად ზეციერი მამის წინაშე კაცთა ნათესავის ხსნისთვის.
1249.როგორ აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ სამეფო მოწოდება?
აღასრულა იმგვარად, რომ თვისი ხელმწიფებით, მისცა ადამიანებს ახალი შჯული, ახალი აღთქმა.
1250.როგორი მეფე იყო და ამჟამადაც არის იესო ქრისტე?
იესო ქრისტე იყო და ამჟამადაც არის სულიერი და ქვეყნიური მეუფე, რამეთუ მან ბრძანა: ,,მეუფებაი ჩემი არა არს ამიერ სოფლით" (ინ.18,36).
1251.რას ვაღიასრებთ სიტყვებით: ,, და ერთი უფალი იესო ქრისტე"?
ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის უფალი, ე.ი. ჭეშმარიტი ღმერთი.
1252.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა"?
ამ სიტყვებით ვაღიარებთ,
    1. რომ იესო ქრისტე მხოლოდშობილი და ჭეშმარიტი ძეა ღმრთისა,
    2. რომ ის იშვა მამა ღმერთისგან, უწიინარეს ყოველთა საუკუნეთა, სამყაროს შექმნამდე,
    3. რომ ის ისევე მარადიულია, როგორც მამა ღმერთი.
1253.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,ნათელი ნათლისაგან"?
ამ სიტყვებით ვაღიარებთ, რომ ძე ღმრთისა შობილი არს მამა ღმერთისგან ისევე, როგორც ნათელი იშვება მზისაგან.
1254.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობლი და არა ქმნილი"?
ვაღიარებთ, რომ ძე ღმრთისა, თვისი ღმრთიური ბუნებით არის არა ქმნილი, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი, შობილი მამა ღმერთისაგან.
1255.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,ერთარსი მამისა"?
ვაღიარებთ,
    1. რომ ძე ღმრთისას ისეთივე ღმრთიური თვიდებები აქვს როგორიც მამა ღმერთს,
    2. რომ ის, ვითარცა ძე, მეორე პირია წმიდა სამებისა.
1256.რას ვაღიარებთ სიტყვებით: ,,რომლისაგან ყოველი შეიქმნა"?
ამ სიტყვებით ვაღიარებთ, რომ მამა ღმერთმა ყოველივე თვისი ძის მიერ ქმნა.
1257.ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები მაცხოვრის ღმრთიულობა?
დიახ, იყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელმაც მაცხოვარს ,,ღმერთი ძლიერი" (ეს.9,5) უწოდა.
    განმარტება:I. ის, რომ მამა ღმერთმა შექმნა ქვეყნიერება თვისი ძის მიერ, რომელიც ღმერთის სიტყვადაც იწოდება, ჩანს იოანეს სახარებიდან, სადაც ნათქვამია: ,,ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რავდენ რაი იქმნ" (1,3).
    II> სიტყვებით ,,მეუფება ჩემი არა არს ამიერ სოფლით" უფალი იესო ქრისტე მიგვითითებს, რომ მისი მეუფება არის არა ამქვეყნიური, არამედ სულიერი.
    III. სიტყვა ,,ქრისტე" ბერძნული თარგმანია ებრაული სიტყვისა მესია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები