თემა: ადამიანი

1221.ვინ შექმნა ღმერთმა სულ ბოლოს?
შექმნა ადამიანი. ადამი-ქმარი და ევა-ცოლი, ჩვეენი პირველმშობელნი.
1222.რისგან შედგება ადამიანი?
შედგება სხეულისა და უკვდავი სულისგან.
1223.რისგან შექმნა ღმერთმა ადამიანის სხეული?
შექმნა მიწის მტვერისაგან, ე.ი. ნიადაგში შემავალი ნივთიერებებისაგან.
1224.როგორ განცოცხლდა შექმნილი ადამიანის სხეული?
განცოცხლდა სულით, ე.ი. ღმრთის ამოსუნთქვით. (დაბ.2,7)
    განმარტება:
    სიკვდილის ჟამს სული ტოვებს სხეულს.
1225.ვის ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი?
ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. (დაბ.1,26-27)
1226.რაში მდგომარეობს ადამიანში ღმერთის ხატება?
მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის სული არის უსხეულო და უკვდავი, მინიჭებული აქვს გონება, თავისუფალი ნება და სინდისი.
1227.რაში მდგომარეობს ადამიანში ღმერთის მსგავსება?
მდგომარეობს იმაში, რომ მას ძალუძს და მიწიერ ცხოვრებაში უნდა ესწრაფოდეს ემსგავსოს ღმერთს.
1228.როგორ შიძლება ადამიანი ემსგავსოს ღმერთს?
ადამიანს ძალუძს ემსგავსოსო ღმერთს:
    1. თუ სრული ძალისხმევით და თავგამოდებით ისწრაფვის მიაღწიოს ღმრთიურ სრულყოფილებას, განსაკუთრებით ღმრთივსათნო, მართალი და მადლიანი ცხოვრებით.
    2. თუ კეთილად იუნჯებს მისთვის ბოძებულ ნიჭს.
1229.რა მიმადლა ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს?
ღმერთმა მათ მიმადლა უკვდავება, სიწმიდე და თვისი შეწევნა, რათა ყოფილიყვნენ უბიწონი, ბრძენნი და ნეტარებით ეცხოვრათ სამოთხეში.
1230.დაიცვას ეს მადლი უვნებლად პირველქმნილმა ადამიანებმა?
არა, მათ დაჰკარგეს ის, რამეთუ შესცოდეს ურჩობით.
1231.როგორ შესცოდეს პირველქმნილმა ადამიანებმა ურჩობით?
შესცოდეს იმით, რომ შესჭამეს ნაყოფი ხისაგან ცნობადისა ბოროტისა და კეთილისა, რაც ღმრთისაგან აკრძალული ჰქონდათ, ფრიად განარისხეს ღმერთი და განეშორნენ მას.
1232.ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვა წარმწყმედელი მხოლოდ მათთვის იყოს?
არა, არამედ მთელი მათი მოდგმისთვის წარმწყმედელი იყო.
1233.ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვა წარმწყმედელი შედეგებითურთ რატომ გადავიდა ყველა ადამიანზე?
გადავიდა იმიტომ, რომ ადამი და ევა ფესვები იყვნენ, რომლებზეც აღმოცენდა ხე კაცობრიობისა, თუკი წახდა ფესვი, ბუნებრივია, წახდებოდნენ ხეცა და მისი რტონიც,მტლიანად მისი შთამომავლობა.
1234.როგორია ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვის შედეგები?
პირველი შეცოდების შედეგები შემდეგია:
    1. სამოთხიდან განდევნა,
    2. საუკუნო ნეტარების დაკარგვა,
    3. სიკვდილის მეუფება ანუ ხორცის უკვდავების დაკარგვა,
    4. გულისხმისყოფის მოუძლურება ღმრთისა და ღმრთიური საქმეების წვდომისათვის,
    5. ბოროტებისაკენ მიდრეკილება,
    5. მრავალი სულიერი და ხორციელი გვემა.
1235.რა ჰქვია ჩვენი წინაპრების პირველ შეცოდებას?
ჩვენი წინაპრების პირველ ცოდვას მემკვიდრეობითი ანუ პირველქმნილი ცოდვა ეწოდება.
1236.რატომ ვუწოდებთ ჩვენი პირველმშობლების პირველ ცოდვას პირველქმნილს?
იმიტომ, რომ ის იყო საზოგადოდ პირველი ადამიანური შეცოდება, აგრეთვე იმიტომ, რომ მისგან, როგორჩ საწყისიდან, წარმოიშვა ყველა შემდგომი ცოდვა.
1237.რატომ ვუწოდებთ ჩვენი პირველმშობლების პირველქმნილ ცოდვას მემკვიდრეობითს?
იმიტომ, რომ მისი შედეგები, როგორც ბოროტი მემკვიდრეობა, ისე გადადის ადამისა და ევას შთამომავლობაზე, ანუ მთელს მათ მოდგმაზე.
1238.სამუდამოდ განსაჯა ღმერთმა ადამიანები პირველი შეცოდების შემდეგ?
არა, არამედ აღუთქვა, რომ მოუვლენდა მხსნელს, რომელიც გამოიხსნიდა მათ ცოდვებისაგან და კვლავ შექმნიდა ღმრთის სასუფევლისა და საუკუნო ნეტარების ღირსად.
1239.ვინ არის აღთქმული მხსნელი, გამომსყიდველი?
აღთქმული მხსნელი თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტეა.
1240.როდის მოვიდა დედამიწაზე აღთქმული მხსნელი?
ეს მოხდა მაშინ, როდესაც აღსრულდა ჟამი, ე.ი. როცა ადამიანები უკვე მომზადებულები იყვნენ ამისთვის და ელოდნენ მის მოსვლას.
    განმარტება:
    I. რამდენადაც ადამიანი შექმნილია ღმრთის ხატად და მსგავსად, თითოეული ადამიანის სული ისწრაფვის ღმრთისაკენ და კმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როცა ჰპივებს სიმშვიდეს ღმერთში.
    II. თუ ადამიანი ცდილობს თავისი შესაძლებლობის სიკეთის საქმნელად წარმართოს, მაშინ მიემსგავსება ღმერთს და ღმერთიც შეეწევა; მაგრამ თუ თავის ნიჭებს ბოროტისკენ წარმართავს, მაშინ ემსგავსება ეშმაკს.
    III. თითოეული ადამიანი ცოდვისკენაა მიმართული და ეს მიდრეკილება უკვე ბავშვობაში იჩენს თავს: მათ თავისით, სწავლების გარესე შუძლიათ იცრუონ, იპარონ, მრისხანებდნენ, ახირებით დაიჟინონ, ტანჯონ ცხოველები და სხვა. ბოროტებისაკენ ასეთ მიდრეკილებას წმიდა მოციქული პავლე უწოდებს: ,,სჯულსა ცოდვისასა". ის ამბობს: ,,რამეთუ თანა-მნებავს მე სჯულსა თანა-მნებავს მე სჯულსა ღმრთისსა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელ-იგი წინა-განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაითა, რომელ-იგი არს შინა ჩემთა" (რომ.7,22-23).
    IV. ცნობილია, რომ ბავშვები მემკვიდრეობით იღებენ მშობლებისგანროგორც ნიჭებს, ასევე ნაკლს, მანკიერებებსა და მიდრეკილებებს ზოგიერთი ცოდვისადმი. ამიტომ ცხადია, ჩვენი პირველმშობლების პირველქმნილ ცოდვას, მათ პირველ ამბოხს ღმერთის წინააღმდეგ როდენ ღრმა და საბედისწერო შედეგები ექნებოდა მათი შთამომავლობისათვის.
    V.მხსენელის შესახებ აღთქმა ცოდვით დაცემისთანავე მიეცათ, როცა ღმერთმა ბრძანა, რომ მოვა ის, ვინც შემუსრავს გველის თავს, ანუ დაამარცხებს ეშმაკს, რომელმაც აცდუნა პირველი დედაკაცი-ევა (დაბ.3,15). ეს აღთქმა ხელახლა მიეცა აბრაამ მამამთავარს, რომელსაც ეუწყა, რომ ერთ-ერთმა მისი შთამომავალთაგანი დედამიწის ყველა ხალხებბს მოუტანს სიხარულს და ხსნას (დაბ.22,18). წმიდა პავლე მოციქული წერს, რომ ეს აღთქმა აღსრულდა ქრისტეში (გალ.3,16-19). კაცობრიობისთვის მხსნელი აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ადამიანი ადვილად სცოდავს, მაგრამ ცოდვისგან თავის დახსნა მას თავად არ ძალუძს.
    VI. ადამიანის ორივე შემადგენელი ნაწილი, ე.ი. სხეული და სული, სულიერი და ხორციელი თვისებებით არის ტალანტი, რომელიც ღმრთის ნებით ეძლევა თითოეულ ადამიანს. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ სხეულზე და სულზე, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის უნდა ვანიჭებდეთ სულს, რამეთუ ის უკვდავია. სნეულების ჟამს აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ვიმკურნალოთ, მაგრამ უწინერს გვქონდეს სასოება ღმრთისა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აგრეთვე, სხეული სიწმიდის დაცვა და მისი წრთობა შრომით. სულიერ სიმრთელეს განვიმტკიცემბთ ღმრთივ სათნო ცხოვრებითა და ნებისყოფის აღზრდით, რათა ღმრთის შემწეობით შევსძლოთ ვისწავლოთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ გულის სიწმინდე და ჭეშმაეიტებისა და ღირსების სიყვარული, როგორ განვერიდოთ ცოდვას, აღვასრულოთ საღმრთო სჯული და ვქმნათ სიკეთე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: