თემა: ანგელოზი

1210.რომელი ქმნილებაა უმთავრესი(სრულყოფილი) ღმრთის ქმნილებათა შორის?
უმთავრესი (სრულყოფილნი) არიან ანგელოზები,-ისინი უხორცონი და უკვდავი სულები არიან, მათ მინიჭებული აქვთ გონება და თავისუფალი ნება.
1211.როგორებად შექმნა ღმერთმა ანგელოზები?
ღმერთმა ანგელოზები კეთილებად შექმნა.
1212.ყველა ანგელოზი კეთილად დარჩა?
ყველა ანგელოზი როდი დარჩა კეთილად; მრავალმა მათგანმა შესცოდა იმით, რომ გააპარტავნდა და შეწყვიტა ღმრთის მორჩილება (ეს.14,12-15).
1213.როგორ დასაჯა ღმერთმა ბოროტი ანგელოზაბი?
დასაჯა იმით, რომ ისინი სამუდამოდ განდევნა. (ლკ.10,18).
1214.რით დააჯილდოვა ღმერთმა ის ანგელოზები, რომლებიც კეთილებად დარჩნენ?
კეთილად შთენილი ანგელოზნი ღმერთმა საუკუნო ნეტარებით დააჯილდოვა.
1215.როგორ გვეპყრობიან კეთილი ანგელოზები?
ისინი გვიცავენ ყოველგვარი ბოროტებისგან, აღძრავენ ჩვენში კეთილ ზრახვებსა და გრძნობებს და ჩვენთვის ლოცულობენ (დაბ.1,12-13; ლკ.1,8-2-; საქ.5,19-20; გამოცხ.8,2-4).
1216.რომელი ანგელოზები ზრუნევენ ჩვენზე განსაკუთრებით?
ჩვენზე განსაკუთრებით მფარველი ანგელოზები ზრუნავენ (ფს.90,11; მთ.18,10).
1217.როგორ გვექცევიან ბოროტი ანგელოზები?
ბოროტი ანგელოზები ცდილობენ ყველანაირად გვავნონ; თავიანთი ცბიერებითა და მზაკვრებით ცოდვაში გვაგდებენ (დაბ.3,1-6; მთ.4,3-11; მთ.13,25-39).
1218.საიდან წარმოდგება და რას ნიშნავს სიტყვა ,,ანგელოზი"?
სიტყვა ,,ანგელოზი" ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ღმერთის ნების მაუწყებელს" ანუ წარმოგზავნილს.
1219.რა ეწოდებათ ბოროტ ანგელოზებს?
მათ ეშმაკები ეწოდებათ.
1220.საიდან წარმოდგება და რას ნიშნავს სიტყვა ,,ეშმაკი"?
სიტყვა ,,ეშმაკი" ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს მაცდუნებელს,მტყუვარს.
    განმარტება:
    I. ანგელოზები უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან.როგორც ხილულ სამყაროში არსებობს განსაზღვრული იერარქია, ასევე ანგელოზებს შორისაც არსებობს განსაზღვრული დასები. უმაღლესი დასის ანგელოზები წმიდა წერილის მიხედვით, იწოდებიან მთავარანგელოზებად (Iთეს.4,16), რომელთაგან ზოგიერთი სახელდებით იხსენიება, მაგალითად , მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი და სხვა. უფრო მაღალი დასის ანგელოზები არიან ქერუბიმები და სერაფიმები (ეს.6,2; ეს.37,16). ანგელოზებს აგრეთვე ვუწოდებთ ძალებს ანუ ზეციურ ძალებს.
    II. ანგელოზების შესახებ ნათქვამია: ,,რამეთუ ანგელოზტა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს.90,11).
    III. თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი დამცველი ანგელოზი. იესო ქრისტემ ბრძანა: ,,ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხჰყოთ, ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მთ.18,10). ამიტომ მიმართავს თითოეული ჩვენთაგანი დაცვისათვის თავის მფარველ ანგელოზს და იქცევა მისი ჩაგონებით.
    IV. ეშმაკებს უწოდებთ ბოროტ სულებს. ისინი განუდგნენ ღმერთსა და ღმერთის სამართალს და აღსავსენი არიან სიცრუითა და ცოდვით. ადამიანები რომელთაც შეიყვარეს სიცრუე და ბოროტება, უერთდებიან ეშმაკებს და მათი ძენი შეიქმნებიან. ამის შესახებ ნათლად ეუბნება უფალი იესო ქრისტე ფარისეველთ: ,,თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმაი მამისა თქვენისაი გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა. ოდეს იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ ატყუვარ არს, და რამეთუ მამაიცა მისი მტყუარი არს" (ინ.8,44). განვერიდოთ ეშმაკეულ ცთუნენენბს, რათა არ ვიქცეთ ცოდვის მონებად. განსაცდელში ვილოცოთ.
     V. უმაღლესს ეშმაკთა შორის სატანას ანუ ბელზებელს, ეშმაკთა მთავარს უწოდებენ (ლკ.10,18; მთ.12,24).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები