თემა: ანგელოზი
742. რას გვასწავლიან წმ. მამები სერაბიმთა შესახებ?
ზეციურ დასს შორის სერაბიმნი ყველაზე ახლოს დგანან ღმერთთან. ისინი პირველი მონაწილენი არიან ღვთაებრივი დიდების ნათლით. თავად სიტყვა „სერაბიმი“ აღნიშნავს მგზნებარეს, ცეცხლოვანს. ცეცხლივით მგზნებარე ღვთაებრივი სიყვარული თავისი გამოუკვლეველი მოწყალებით მთელს მათ არსებას ძრწოლით აღავსებს. მათ არ შეუძლიათ გაუძლონ ამ დიდ სიყვარულს. ორი ფრთით სახეს იფარავენ, ორი ფრთით ფრთებს და ორით ფრინავენ, შიშით, თრთოლვითა და უდიდესი კრძალულებით მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“.