თემა: წუთისოფელი

1202.ვინ შექმნა ცა და დედამიწა?
შექმნა ღმერთმა, ამიტომაც ვუწოდებთ მას შემოქმედს.
1203.რისგან შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა?
ღმერთმა ისისნი არაფრისგან შექმნა.
1204.რას ვუწოდებთ იმას, რაც ღმერთმა შექმნა?
ვუწოდებთ ქმნილებას.
1205.რა ჰქვია მოკლედ ცას და დედამიწას და ყოველივეს, რაც ცასა და დედამიწაზეა?
ამ ყოველივეს, მოკლედ ვუწოდებთ, ქვეყანას ანუ სამყაროს.
1206.რა ვუწყით ქვეყნიერების შესახებ?
ვუწყით, რომ არსებობს უხილავი ანუ სულიერი, უხრწნადი სამყარო და ხილული ანუ ნივთიერი, ხრწნადი.
1207.რატომ შექმნა ღმერთმა ქვეყანა?
შექმნა იმიტომ, რომ ყოველი ქმნილება ადიდებდეს მას და აღამაღლებდეს მის ნებას.
1208.როგორ ზრუნავს ღმერთი ქვეყნიერებაზე?
იმგვარად, რომ განაგებს მას.
1209.რას ვუწოდებთ სამყაროზე ღმერთის ზრუნვას?
ვუწოდებთ ღმერთის განგებულებას ანუ განგებას.
     განმარტება:
    I. სამყაროს შექმნის შესახებ ნათქვამია წმიდა წერილის პირველივე მუხლში:,,დასაბამად ქმნნა ღმერთმა ცაი და ქუეყანაი" (დაბ.1,1).
    II. ვსასოებდეთ საღმრთო განგებულებას; პავლე მოციქულის სიტყვებით: ,,ღმერთი ... არცა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ..." (საქ.17,27-28).
    III. ,,განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ყოს; და გამობრწყინვოს ვითარცა ნატელი სიმართლე შენი" (ფს.36,5,6).
    IV. რწმენა და საღმრთო განგებულება ჩვენი მოვალეობების გულმოდგინედ და ზედმიწევნით აღსრულებისთვის მხნეობას უნდა გვმატებდეს. შესცოდავს ის, ღმრთის განგების იმედით უმოქმედობას და მცონარეობას მიეცემა. ჩვენ მოვალენი ვართ ღმრთის განგების თანამსახურნი ვიყოთ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები