image
591. მითხარი ჩემო მამაო: როგორია მიწიერი შინაარსის შეკითხვა, და როგორ უნდა ვუპასუხოთ მას ღვთისნიერად?
ჩვენთან ზოგიერთები მოდიოდნენ, რომლებიც სამხედრო სამსახურის შესახებ კითხულობდნენ; ჩვენ ვპასუხობდით მათ, რომ იქ შეიძლება შეურაცხჰყონ, მაგრამ ღმერთი შეურაცხყოფებს არ შველის. თუკი ვინმე მიწიერ საკითხზე რამეს გკითხავს, სამართლიანი პასუხი მიეცი მას, მარტივი, ღვთისნიერი სიტყვა, და არა მიწიერი.
592. მეუფეო! შენს წყალობას ვევედრები, გამოითხოვე წმინდა ბერისაგან, რომ ქედმაღლობას თავი დავაღწიო და თითოეულს პასუხი გულისმიერი სიმდაბლით და ღვთის შიშით გავცე, როგორც ეს ჩვენს წმინდა მამისთვის (აბბა სერიდისთვის) ითხოვე.
კურთხეულია ღმერთი! დაე, იყოს შენი ნებისაებრ და ღმერთმა, რომელიც ყველაფერს უხვად გვანიჭებს, წმინდა ბერის ლოცვებით, სულიწმიდით, ღვთის შიშით და ყოველმხრივი სიმდაბლით ლაპარაკის უნარი მოგანიჭოს, რათა თითოეულს საკუთარი უღირსების გაცნობიერებით გასცე პასუხი, მისი საჭიროებისდა მიხედვით. ასე რომ, სადაც უნდა იყო, გონებით ჰკითხე წმინდა ბერს: „აბბა, რა ვთქვა?“ - და არ იზრუნო იმაზე, რა თქვა, თანახმად უფლის მცნებისა, რომელიც გვიბრძანებს: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რასა-იგი იტყოდით, რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (მათე 10, 19-20).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები