image
898. როგორ უნდა შევეგებოთ ახალ წელს?
თუკი გსურს სარგებელი ჰპოვო, ეგებები რა ახალ წელს, ამგვარად მოიქეცი: წლის უკანასკნელ დღეს მადლობა აღუვლინე ღმერთს, რომელმაც ამდენი წელი გამოგატარა; დამდაბლდი გულით, აღრაცხე შენი სიცოცხლის წლები, უთხარი საკუთარ თავს: „დღეები რბიან, წლები გადის. ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკვე ჩავლილია, მაგრამ განა აღვასრულე რაიმე სიკეთე? სამსჯავრო კი ახლოა, კართა მიღმა, ჩვენი ცხოვრება სიბერეს უახლოვდება“. ამგვარად იფიქრე ახალი წლის დასაწყისშიც. ღვთის შიში მოიპოვე, რომელიც დაუშრეტელი საუნჯეა, ყოველგვარ ფულად საგანძურზე აღმატებული. ხოლო ბედნიერსა და უბედურ დღეებზე დაკვირვება ისეთივე წარმართული შეცდომილებაა, როგორც ცეკვა–სიმღერით შეგებება დამდეგ ახლა წელთან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: