თემა: მოყვასი

1720.რას გვაუწყებს ღმრთის უდიდესი და უმთავრესი მცნებათაგან მეორე?
გვაუწყებს: ,,შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მკ.12,31).
1721.ვინ არის ჩვენი მოყვასი?
ჩვენი მოყვასია თითოეული ადამიანი.
1722.როდის გვიყვარს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი?
მაშინ, როცა მისთვის ყოველი სიკეთე გვსურს ისე, ვითარცა საკუთარი თავისთვის და ამ სიკეთეს აღვასრულებთ მათთვის.
1723.რატომ უნდა გვიყვარდეს ვითარცა თავი თვისი ყოველი ადამიანი?
იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი რმერთის ქმნილებაა, ჩვენი დანი და ძმანი არიან, რამეთუ ისინიც ჩვენსავით პირველ მშობელთაგან - ადამისა და ევასაგან წარმოიშვნენ.
1724.მტრების სიყვარულიც გვმართებს?
თანახმად მცნებისა და უფალ იესო ქრისტეს მაგალითის მიედვით, მტრებიც უნდა გვიყვარდეს.
1725.როგორ ვავლენთ სიყვარულს მტრების მიმართ?
ვავლენთ იმით,
    1. რომ მთელი გულით შევუნდობთ მათ,
    2. შევეწევით გასაჭირში და
    3. მათთვის ვლოცულობთ.
1726.რატომ იწოდება ორივე მცნება - ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ - უდიდეს და უმთავრეს მცნებებად?
იმიტომ, რომ ისინი ყველა დანარჩენ მცნებებს მოიცავენ.
    განმარტება:
    I. წმ. მოციქული პავლე სიყვარულის აუცილებლობის შესახებ შესანიშნავ სიტყვებს წერს: ,,მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველება და უწყოდი ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოება ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყვარული თუ არა მაქნუდეს, არა-ვე-რა ვარ" (Iკორ.13,2).
    II. იმავე მოციქულმა თქვა: ,,არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულისა ღმრთისასა, რომელიც არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ.8,39).
    III. იოანე მოციქული წერს: ,,რომელსა არა უყუარდეს ძმაი, სიკუდილისა შინა დადგრომილ არს" (Iინ.3,14), ,,რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაი, რაითა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ." (I.ინ.5,3).
    IV.ქრისტემ ბრძანა: ,,და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაითა გიყონ კაცთა, და თქუენ ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ" (ლკ.6,31).
    V. ქრისტიანის მოვალეობის შესახებ, რომ მას მტრების სიყვარულიც მართებს, ქრისტემ ბრძანა: ,,გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძღუართა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიან თქუენ. რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაისა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით ტქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მთ.5,44-48).
    VI. ჯვარცმული ქრისტე მტრებისთვის ასე ლოცულობდა: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლკ.23,34).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები