თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი

1714.რას გვამცნობს უფალი უდიდესი და უმთავრესი მცნებებით?
პირველი ამ მცნებათაგან გვაუწყებს: ,,შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მკ.12,30).
1715.რას გვავალებს ღმერთი უდიდესი და უმთავრესი მცნებით?
გვიბრძანებს ყოველივეზე მეტად და სრული სულიერი ძალისხმევით გვიყვარდეს უფალი ღმერთი.
1716.რატომ უნდა გვიყვარდეს უფალი ღმერთი ყველაზე მეტად?
იმიტომ, რომ ღმერთი უსასრულოდ კეთილია და სრულყოფილი.
1717.რატომ უნდა გვიყვარდეს უფალი სრული სულიერი ძალისხმევით?
იმიტომ, რომ მან მოგვცა სულიც, სხეულიც, სულიერი და ფიზიკური ძალები.
1718.რას ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად?
ნიშნავს მისთვის უპირატესობის მინიჭებას ყველა დანარჩენი სულდგმულისა და ნივთების წინაშე და მზდყოფნას მსხვერპლად შესწირო თავი მისთვის და არ შეურაცხყო და განუდგე მას.
1719.რით ვადასტურებთ, რომ უფალი ყველაზე მეტად გვიყვარს?
ამას ვადასტურებთ, თუ მცნებებს აღვასრულებთ ერთგულად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები