ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: მოყვასი
ვინ არის მოყვასი?
დაბადებული ყველა ადამიანი მოყვასია. მისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგებათ. უდაბნოში ძაღლი წყურვილისგან კვდებოდა, გზად ბერმა გაიარა. მომაკვდავ ძაღლს თავისთვის შენახული წყალი დაალევინა და გადაარჩინა. ამ დროს ცა გაიხსნა და ხმა მოისმა: ვინც ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა, ყველა ცოდვა მიეტევოს. აბა, რამდენად დიდია თუ ადამიანს გადაარჩენ?