image
599. სხვა ძმა, რომელიც ადრე მონასტერში ცხოვრობდა და არც სასარგებლო იყო ძმობისთვის, წავიდა; მან, რაღაც დროის შემდეგ, დაბრუნება მოისურვა, მაგრამ აბბამ არ მიიღო ის და უთხრა: „მე, რომც მსურდეს შენი მიღება, ამას მაინც ვერ გავაკეთებ, რამეთუ ძმების სინდისს დავაზიანებ. შენ რომ მიგიღო, ისინი წუხილს დაიწყებენ. ამიტომ ეს შეუძლებელია“. მაგრამ ის კვლავ მოვიდა და მიღებას ითხოვს, რას მიბრძანებ, რა ვუთხრა?
უთხარი მას: „შენ ეს უკვე არა ერთხელ, არამედ ორჯერ უთხარი აბბას და მან გიპასუხა, რომ ეს შეუძლებელია; ამიტომ ნურც ახლა და ნურც მომავალში ნუ მოელი აქ ცხოვრებას“. და, ეტყვი რა ამას, გაუშვი. მაგრამ თუ ის დროგამოშვებით მოვა ხოლმე, სიღარიბის გამო, ძმასავით მიიღე. თუმცა ხშირი სტუმრობის შემთხვევაში უთხრაი: „ცოტა სინდისი ხომ არ გაწუხებს?“
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები