ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
598. საცხოვრებელში მოსულმა ერთმა უცნობმა მოგვატყუა და უღირსად მოიქცა. მან ნეტარი აბბას სახელით და მისი ნებართვის გარეშე ნივთები აიღო. გაიგო რა ეს, აბბამ ბრძანა, აღარ შემოეშვათ ის მონასტერში. ხოლო მან, ეს რომ შეიტყო, მოტყუებით შემოაღწია კარიბჭეში. მეკარემ ის დაინახა და აბბას აცნობა. მან კი უთხრა: „გარეთ გაიყვანეო“. მეკარემ გაიყვანა და საერთოდ მოაშორა იქაურობას; კვლავ თუ მოვიდა, დავრთო შემოსვლის ნება თუ არა?
შენ არა გაქვს მისი მიღების საჭიროება, რამეთუ ეს უსარგებლოა შენთვის; მაგრამ თუ მოვიდა, სხვისი მეშვეობით შეუთვალე: „შენ აქ ვერ შემოხვალ, რადგან ამას სულიერი სარგებლობა არ მოაქვს“.