image

თემა: მონასტერი,  ცდუნება

597. ზოგჯერ საცხოვრებელში ერთი მღვდელმონაზონი მოდის, რომლის ლაპარაკი და მოქმედება ძმებს აბრკოლებს და აზიანებს. მან აქვე, ორი სტადიონის მანძილზე დაშორებით, სადაც ზოგჯერ ძმებს გავლა უწევთ ხოლმე, ცხოვრება მოისურვა. როგორ გვიბრძანებ: დავრთო თუ არა მას საცხოვრებელში მოსვლის და აღნიშნულ ადგილზე ცხოვრების ნება?
აუკრძალე მას საცხოვრებელში მოსვლა და უთხარი: „ბატონო აბბა, შენ ძმები დააბრკოლე და აქ აღარ მოხვიდე, რამეთუ კვლავ დაბრკოლდებიან ისინი; უარს ცდუნების გამო გეუბნებით და არ იფიქრო თითქოს სიძულვილი გვალაპარაკებს, რამეთუ „რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს“ (1 იოანე 3, 15). ასევე, არ შეგიძლია ჩვენს სიახლოვეს ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ძმებს აზიანებს. ეს მას დაუყოვნებლივ და პირადად უთხარი, რომ ვინმეს მეშვეობით არ მოგიწიოს მისი შერცხვენა, რამეთუ ის მღვდელია.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები