image

თემა: მონასტერი,  სტუმართმოყვარეობა

594. რატომ არ შეიძლება საცხოვრებელში უსაქმოდ მოხეტიალეთა მიღება?
ვინაიდან საცხოვრებელში შემოსვლისას მათ მხოლოდ მწუხარება შემოაქვთ, ამიტომ უმჯობესია არ მიიღოთ ისინი, არამედ დალოცეთ და გაუშვით.
595. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ისინი ყველა ღონეს ხმარობენ რომ შემოვიდნენ? მივიღოთ თუ არა?
მამებს ასე აქვთ ნათქვამი: ძალიანაც რომ გაიძულებდნენ, თუ მისი მიღება არ შეიძლება, არ მიიღო; მაგრამ თუ ვინმეს რაიმე სჭირდება, იმაზე მეტი მიეცი და გაუშვი - ეს სასარგებლოა.
596. თუ ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ მას და არ ვიცით როგორია იგი, მივიღო თუ არა?
პირველ ჯერზე უცხო მიიღე და შეიტყობ მის ვინაობას. მაგრამ ღამის გასათევად დაუფიქრებლად არავინ დატოვო, ვინაიდან ამას შეიძლება განსაცდელი მოჰყვეს, რასაც ვერ დაითმენთ და დამწუხრდებით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები