ავტორი:
წმ. პიმენი დიდი
თემა: სტუმართმოყვარეობა, სულიერი დაცემა
724. თუკი მესტუმრება ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შევიტყობ, რომ ცოდვითაა დაცემული, უხალისოდ ვუღებ კარს. გამართლებულია თუ არა ჩემი საქციელი?
თუკი შენ სიკეთეს უყოფ კეთილ ძმას, დაცემულს ორმაგად უფრო კეთილად მოექეცი, რადგანაც იგი სნეულია.