ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სულიერი დაცემა, სინანული
25. შეუძლია თუ არა ადამიანს დაცემის შემდეგ კვლავ აღდგეს სინანულით?
შეუძლია, რადგან ფსალმუნი იტყვის: „მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ (ფსალ. 117, 13). როდესაც ნათან წინასწარემტყველმა ცოდვებში ამხილა დავითი, სინანულში მყოფმა მაშინვე მიიღო შეწყალება: „მონანულმა რქა დავით ნათანს: ვცოდე უფლისა მიმართ; და ჰრქვა ნათან დავითს: და უფალმან აღიღო ცოდვა შენი შენგან, არა მოჰკუდე (II მეფეთა 12, 13). ასეთივე მაგალითს გვაძლევს ამბავი ერთი მეუდაბნოისა, რომელიც წყლის მოსატანად წასული, წყაროსთან ცოდვით დაეცა, მაგრამ სენაკში დაბრუნებისას უმალ შეინანა დაცემა და იმ ჟამიდან კვლავ შეუდგა უწინდელ მოღვაწეობას. მტერი აცდუნებდა მას და თავისი ცოდვის სიმძიმეს უსახავდა, როგორც მოუნანიებელს. მაცდური ცდილობდა ღვაწლისაგან განერიდებიან იგი, მაგრამ ქრისტეს მხედარი არ დაბრკოლებულა თავის გზაზე. ერთ–ერთ ნეტარ მამას ღმერთმა ხილვით ამცნო ეს ამბავი და გამოუცხადა, რომ სათნო ეყო მას ცოდვით დაცემული ძმა მაცდურზე ასეთი გამარჯვებისათვის