ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ვნებები, საქმე, წუთისოფლის ამაოება
781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?
რადგან უფალსაც ახარებს ყველანაირი სისუფთავე, ამიტომ რაიმეს ფაქიზად და ლამაზად კეთება ურიგო არაა, ვინაიდან ამ ნივთმა, ან საქმემ სარგებელი უნდა მოიტანოს, მაგრამ ვნების გარეშე. თუ შენში ნივთებისადმი ვნებიან მიდრეკილებას ამჩნევ, მაშინ მისი ბოლო გაიხსენე - როგორ იხრწნებიან ისინი და დამშვიდდები; რამეთუ, არცერთი ნივთი არ ინარჩუნებს ერთსა და იმავე სახეს, არამედ ყველაფერი ხრწნადი და ცვალებადია.