ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ვნებები, ძვირის ხსენება
614. სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო მამაო, როდესაც ვინმეს სხვისი საქმიანობის შესახებ ვუყვები, და აღვნიშნავ, რომ მე არ განვიკითხავ მას, არამედ მხოლოდ ვლაპარაკობ, ამ დროს ძვირისხსენება ხომ არაა ჩემს აზრში?
თუ ადამიანი საუბრისას ვნებიან მოძრაობას გრძნობს, ეს უკვე ძვირის ხსენებაა; ხოლო, თუ თავისუფალია ვნებისაგან - არაა ძვირისხსენება, არამედ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ბოროტება არ გაღრმავდეს.