image

თემა: გემოთმოყვარება,  ნაყროვანება მუცელღორობა,  ვნებები

რას ნიშნავს: ჭამო საჭმელი გემრიელად და რა - ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის?
გემრიელი ჭამა-სმა ნიშნავს, მიირთმევდე არა სხეულის მოთხოვნით, არამედ მუცლის პატივითა და პირის გემოთი. რომელიმე საჭმლის სიყვარული, განსაკუთრებით რაიმეს ახირებულად მონდომება არის ჟინი, გემოთმოყვარეობის მსახური. თუ გაინტერესებს აუტანიხარ თუ არა პირის გემოს ვნებას, ასე გაიგებ: თუ საჭმელი ერევა შენს ზრახვებს (ისე, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევ) ესე იგი, შენ გემოთმოყვარე ხარ. ხოლო თუ სურვილი ვერ გერევა და შენ თავისუფლად, ზომიერად მიირთმევ ნებისმიერ საჭმელს, ბუნების მოთხოვნილების შესაბამისად, მაშინ გემოთმოყვარე არ ხარ. გემოთმოყვარეობის კიდევ ერთი ნიშანიც არსებობს: დროზე ადრე ჭამის სურვილი, რაც არასოდეს უნდა ქნა, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გექნება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები