ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ვერცხლისმოყვარება, ვნებათაგან განთავისუფლება, ვნებები, ნაყროვანება მუცელღორობა
499. როგორ მოვიქცე? ნაყროვანების, ვეცხლისმოყვარეობის და სხვა ვნებები მაწუხებს.
თუ ნაყროვანების ვნება გებრძვის, მაშინ ღვთის გულისათვის მთელი ძალებით ეცადე, რომ რამდენსაც სხეული მოგთხოვს, იმდენი არ მისცე. ვერცხლისმოყვარეობის მიმართაც ასე მოიქეცი: სანამ ბრძოლა გაწუხებს, რაიმე ზედმეტი - თვით მოსასხამის და თიხის ჭურჭლის ჩათვლით - არამც და არამც არ შეიძინო; ყველაზე უმნიშვნელო ნივთებშიც ვერცხლისმოყვარეობის წინააღმდეგ იღვაწე და როდესაც ღვთის შეწევნით, ამ ვნებას დაამარცხებ, მაშინ რაც გჭირდება ღვთისნიერად შეიძინე. ასევე მოიქეცი სხვა ვნებების შემთხვევაშიც.