თემა: ვნებები
335. რომელია უმთავრესი ვნებები?
უმთავრესი ვნებათაგან არის შემდეგი რვა ვნება: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, სასოწარკვეთილება, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება.
336. რა სახისაა ეს ვნებები?
ვნებები არის ორგვარი: ბუნებრივი, წარმოშობილი ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ნაყროვანება და სიძვა, და არაბუნებრივი, რომელთაც არ გააჩნიათ საფუძველი, როგორიცაა, მაგალითად, ვერცხლისმოყვარეობა.
337. არის თუ არა რაიმე კავშირი ვნებებს შორის?
პირველი ექვსი ვნება დაკავშირებულია ერთმანეთთან, რომლის მიხედვითაც წინამდებარის სიჭარბე მომდევნო ვნებას აძლევს დასაბამს. რადგანაც მოჭარბებული ნაყროვანებიდან აუცილებლად წარმოიშვება სიძვა, სიძვიდან – ვერცხლისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობიდან – მრისხანება, მრისხანებიდან – მწუხარება, მწუხარებიდან – საოსწარკვეთილება. შემდგომი ორი ვნებაც ასევე უკავშირდება ერთმანეთს – უზომო პატივმოყვარეობა შობს ამპარტავნებას.