ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ვნებები
498. ხშირად, როდესაც ძმას რაღაცას ვეუბნები, სიტყვას რისხვით წარმოვთქვამ; ხოლო როდესაც თქმას სიყვარულით ვცდილობ, მაშინვე სხეულში ისეთ ბილწ ტკბობას და მოძრაობას ვგრძნობ, რომ ამ გრძნობის გარეშე ძმის სახის შეხედვა არ შემიძლია. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო?
ძმასთან რისხვით ან სიყვარულით ლაპარაკი და ამავდროულად, სხეულის ვნებიანი აღძრვა - ერთიც და მეორეც სასიკვდილოა. ამიტომ, ორივე განაგდე და შენს ძმას ისე მიმართე, როგორც ჩვეულებრივ ლაპარაკობ, და ღმერთი შეგეწევა. ამასთანავე, თვალებს გაუფრთხილდი და ილოცე ჩემთვის.