image

თემა: ავადმყოფობა,  ვნებები

517. მითხარი ჩემო მამაო, არსებობს თუ არა ავადმყოფობა ღვთისაგან, და როგორ მივხვდეთ ამას?
არსებობს. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ავადაა და ვნება არ აწუხებს, მაშინ მისი ავადმყოფობა ღვთისაგანაა; ის ბრძოლებს ანადგურებს, და ამიტომ ამ დროს სხეულს მცირედი უნდა დავუთმოთ. როდესაც ავადმყოფობის დროს ვნებაც გვაწუხებს, მაშინ სხეულს არამც და არამც არ უნდა თანავუგრძნოთ, რამეთუ ასეთი ავადმყოფობა ეშმაკებისგანაა, ხოლო შემწყნარებლობა ვნებას ამრავლებს. სადაც ბრძოლაა, იქ ავადმყოფობის მიუხედავად, სხეულის დათრგუნვა სასარგებლოა, რათა სხეულის დახმარებამ სული არ დააავადოს. ხოლო, თუ სხეულის დაუძლურების მიზეზი აშკარაა, იქნება ეს მგზავრობისაგან, თუ მძიმე ჭრილობებისაგან, მაშინ მას ზოგჯერ ზომიერად უნდა შევეწიოთ და არა აუცილებელზე მეტად, რადგანაც ამას ეშმაკები თავის ეშმაკობასაც შეურევენ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები