image

თემა: ავადმყოფობა

777. ავად ვარ და ექიმმა აბანოში წასვლა მიბრძანა, ხომ არ შევცოდავ ამით? და ვეჩვენო ექიმს თუ არა?
როდესაც საჭიროება ითხოვს, ერისკაცებს ბანაობა არ ეკრძალებათ, ამიტომ ვისაც ავადმყოფობის გამო ბანაობა სჭირდება, ის აბანოში თუ წავა არ შესცოდავს. ხოლო ჯანმრთელობის შემთხვევაში, აბანო მხოლოდ სხეულის სიამოვნებას და შეწყნარებას ემსახურება და უწესობამდე მიჰყავს იგი. დაიცავი რაც საჭიროა, ანუ გული და ენა, რათა არ განიკითხო და არ დაამცირო არავინ. ხოლო აბანოში დაბანვა ერისკაცის განკითხვას არ ემსახურება. რაც შეეხება იმას, ექიმს ეჩვენო თუ არა, გეტყვი: ყველაფრის ღვთისადმი მინდობა სრულყოფილთა საქმეა, თუმცაღა ეს რთულია; ხოლო უძლურის საქმე ექიმთან მისვლაა. ეს არა ამრტო ცოდვა არაა, არამედ სიმდაბლის ნიშანიცაა, რადგან მან, როგორც უძლურმა, ექიმთან მისვლა მოისურვა. მაგრამ მაშინაც უნდა ვაღიაროთ, რომ ღვთის გარეშე ექიმსაც არაფერი შეუძლია და თუ ღმერთს ესათნოება, ის გამოაჯანმრთელებს ავადმყოფს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები