ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ავადმყოფობა, დაუდევრობა
518. ამიხსენი, მეუფეო, ბუნებრივია თუ არა ის ავადმყოფობა, რომელიც დაუდევრობისა და ცხოვრების უწესრიგობის გამო გვემართება? და რატომ ეგზავნება ადამიანს ავადმყოფობა ღვთისაგან? ასევე სამწუხარო შემთხვევები, ღვთისაგან გასაფრთხილებლად დაიშვება ვინმეზე თუ არა?
დაუდევრობითა და ცხოვრებისეული მოუწესრიგებლობით წარმოშობილი ავადმყოფობა, მათგან ბუნებრივად გამომდინარეობს. ღვთისაგან გამოგზავნილი კი ადამიანს ურჩობისთვის სასჯელად ეგზავნება. დაუდევარი იქნები თუ უწმინდურად იცხოვრებ, ეს შენზეა დამოკიდებული, და თუ საკუთარ თავს ჯეროვან წესრიგში არ მოიყვან, კიდევაც დაავადდები. მაგრამ, დამსჯელი ავადმყოფობებისაგან გათავისუფლება სინანულით შეგიძლია. სამწუხარო შემთხვევებიც სხვასასხვაგვარია. ზოგი მათგანი ჩვენზე დაუდევრობის გამო დაიშვება, ზოგი კი დასასჯელად, სინანულისა და სარგებლისთვის. ხოლო ერთის განსხვავება მეორისგან მხოლოდ სულიერ ადამიანს შეუძლია.