image

თემა: დაუდევრობა

ყოველ დროს ჩვენ გველის საფრთხე: არასოდეს არ უნდა მივეცეთ უზრუნველობას სულის ცხონების საქმეში. ფიცხ ცხენებს ყოველთვის აღვირით აკავებენ. ხშირად ხდება, რომ გემები უკვე ნავსადგურთან დამსხვრეულან და დაღუპულან - მოულოდნელი ქარიშხლისგან.
link
image

თემა: დაუდევრობა

როგორც ღვთის გულმოწყალებას ახასიათებს, ჩვენთვის, უღირსთათვისაც განაცხადოთ თავისი მადლის საუნჯე ჩვენი სინანულისა და გამოსწორების მოლოდინში, სწორედ ასევე მის მართლმსაჯულებას ახასიათებს, წაართვას ადამიანს ღვთაებრივი ნიჭი, რომელიც დაუ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დაუდევრობა

ყველას უნდა გვეშინოდეს დაუდევრობისა - თუნდაც წუთიერისა - ჩვენი ცხონების საქმეში. ერთ წუთს შეუძლია, ადამიანი მართლიდან ცოდვილად აქციოს. ადამი დაეცა, სოლომონმა ღმერთი დაივიწყა, წმიდა მოციქულმა ღმერთი უარყო. თუ პატარა ქარისაგან კედარ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დაუდევრობა

როგორც არ უნდა მიჩქმალო ფერფლის ქვეშ ნაპერწკალი, სწრაფად აენთება და ადვილად აალდება, როგორც კი გაუფრთხილებლობით დაირღვევა საფარი, რომელიც ქარისაგან იცავდა. ასევე ცდება სულიერ ცხოვრებაშიც. ცოდვილი ვნებები, რომლებიც ღვთივსათნო ადამი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დაუდევრობა

753. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: ვინც ღვთის საქმეს უდიერად ეპყრობა და საქმეს აზიანებს, ან აფუჭებს, როგორ მოეკითხება მას? ასეთი ადამიანი იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ნივთს იპარავს, ან ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იყენებს მას; ამიტომ მსჯავრიც მისი მსგავსი მოელის. 754. ვინც ღვთის საქმეს არ უგულებელყოფს და ცდილობს შეასრულოს, მაგრამ სურვილის მიუხედავად საქმე უფუჭდება, განიკითხება თუ არა?მან საკუთარი თავი უნდა გაკიცხოს და ღვთისაგან შენდობა ითხოვოს, როგორც საქმის უდიერად აღმსრულებელმა.755. თუკი ვინმეს ღვთის საქმის კეთებისას, საქმის ერთ-ერთ თანამონაწილეში ეჭვი ეპარება და ეჭვს ვერ იშორებს, - როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან?თუ ეჭვი სულს უზიანებს, არამც და არამც არ უნდა დარჩეს მასში. ხოლო, თუ არ ზიანდება, არ მოიწყინოს და არც საქმისთვის ზრუნვა მიატოვოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ზარმაცივით განიკითხება: „წყეულიმც იყოს, - ამბობს წერილი, - ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს“ (იერ. 48, 10). ხოლო ღმერთს შეწევნა და ისეთი გამოსავალი უნდა სთხოვოს, როგორც ეს სასარგებლო იქნება.
link
 

თემა: დაუდევრობა

ერთი შავკაბოსანი, სახელად იაკობი, მოუსვენარი და ამაყი ადამიანი, თავისნაირ ბერებს მოელაპარაკა, ღირსი საბას სავანე დატოვა და მასთან გათანასწორების სურვილით სხვა ადგილას საკუთარი მონასტრის მშენებლობა დაიწყო. ბერი უდაბნოდან დაბრუნდა, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დაუდევრობა

518. ამიხსენი, მეუფეო, ბუნებრივია თუ არა ის ავადმყოფობა, რომელიც დაუდევრობისა და ცხოვრების უწესრიგობის გამო გვემართება? და რატომ ეგზავნება ადამიანს ავადმყოფობა ღვთისაგან? ასევე სამწუხარო შემთხვევები, ღვთისაგან გასაფრთხილებლად დაიშვება ვინმეზე თუ არა?დაუდევრობითა და ცხოვრებისეული მოუწესრიგებლობით წარმოშობილი ავადმყოფობა, მათგან ბუნებრივად გამომდინარეობს. ღვთისაგან გამოგზავნილი კი ადამიანს ურჩობისთვის სასჯელად ეგზავნება. დაუდევარი იქნები თუ უწმინდურად იცხოვრებ, ეს შენზეა დამოკიდებული, და თუ საკუთარ თავს ჯეროვან წესრიგში არ მოიყვან, კიდევაც დაავადდები. მაგრამ, დამსჯელი ავადმყოფობებისაგან გათავისუფლება სინანულით შეგიძლია. სამწუხარო შემთხვევებიც სხვასასხვაგვარია. ზოგი მათგანი ჩვენზე დაუდევრობის გამო დაიშვება, ზოგი კი დასასჯელად, სინანულისა და სარგებლისთვის. ხოლო ერთის განსხვავება მეორისგან მხოლოდ სულიერ ადამიანს შეუძლია.
link