თემა: დაუდევრობა, სიამაყე
იმისთვის, რომ კარგი ხელმძღვანელი გახდე, ჯერ კარგი ხელქვეითი უნდა იყო.
ერთი შავკაბოსანი, სახელად იაკობი, მოუსვენარი და ამაყი ადამიანი, თავისნაირ ბერებს მოელაპარაკა, ღირსი საბას სავანე დატოვა და მასთან გათანასწორების სურვილით სხვა ადგილას საკუთარი მონასტრის მშენებლობა დაიწყო. ბერი უდაბნოდან დაბრუნდა, სადაც, ჩვეულებისამებრ, დიდმარხვას მდუმარებაში ატარებდა, მასთან მივიდა და მამობრივად ურჩია, მშენებლობა მიეტოვებინა და სავანეში დაბრუნებულიყო. მაგრამ იაკობს მისი მოსმენა არ სურდა. წმიდა საბამ გულისტკივილით უთხრა:
კადნიერებითა და სიამაყით შობილი ყველა წამოწყება მუდამ დასაღუპად იყო განწირული: შენც ფხიზლად იყავი, რათა არ დაისაჯო.
წმიდა საბა თავის ლავრაში წავიდა, იაკობსა და მის ძმებს კი იგივე დაემართათ, რაც ოდესღაც ბაბილონის გოდოლის მშენებლებს. მათი ენა იგივე დარჩა, მაგრამ აზრები აერიათ: ერთს ერთი უნდოდა, მეორეს კი - მეორე. თვით იაკობი განუწყვეტლივ იცვლიდა ზრახვებს და მონასტრის მშენებლობა საერთოდ შეჩერდა. რაც შეეხება სამონასტრო წესდებას, ასეთ მოუწესრიგებლობაში ის მოსალოდნელი არც იყო. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა: იაკობი ყოველ წამოწყებაზე მორცხვობდა და შიშობდა, თავადაც არ უწყოდა - რაზე. ამასობაში კი იმდენად მძიმედ დაავადდა, ნახევარ წელზე მეტხანს არც ლაპარაკობდა და უკვე სასოწარკვეთილებას მიცემულმა ბრძანა, ღირს საბასთან წაეყვანათ, რათა აღსასრულის წინ მისთვის შენდობა ეთხოვა. წმიდა ბერმა მამობრივად განსწავლა და უფლის სახელით განკურნა.
იაკობმა შეიგნო საკუთარი დანაშაულის მთელი სიმძიმე, თავის ახალ ადგილას აღარ დაბრუნდა, არამედ მომლოცველთა მოსამსახურედ დარჩა. მაგრამ რამდენადაც დაუდევარი იყო, ხან ზედმეტ საჭმელს ამზადებდა, ხანაც - ცოტას; ერთხელ კი ტრაპეზიდან იმდენი მოხარშული საჭმელი დარჩა, რომ იაკობმა ისინი ფანჯრიდან მდინარის დინებას გაატანა. ღირსი საბა დიდი ხანია, ამჩნევდა მის უყაირათობას; გადაყრილი საჭმლის შესახებაც შეიტყო, მოაგროვა და თავის სენაკში მზეზე გამოაშრო. გარკვეული დროის შემდეგ მოხარშა იგი, სადილად იაკობი მიიპატიჟა, ბოდიში მოუხადა, რომ მომზადება კარგად არ შეეძლო და ისე ვერ გაუმასპინძლდებოდა, როგორც ისურვებდა. როდესაც იაკობმა საჭმელი შეაქო და გამოტყდა, რომ დიდი ხანია, ასე გემრიელად არ ეჭამა, ღირსმა მამამ უთხრა:
-დამერწმუნე, შვილო, ეს ის საკვებია, რომელიც შენ მდინარეს გაატანე; იცოდე, რომ ვისაც რაიმე ბალახისგან ერთი ქოთანი საჭმლის მომზადება არ შეუძლია, ის მონასტერს ვერ მოაწყობს, მით უმეტეს, ძმობას ვერ გაუძღვება! "უკუეთუ ვინმე თვისისა სახლისა განგებაი არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისაითა მოღუაწებაი აგოს?" (1 ტიმ. 3, 5).
ბრძენმა ბერმა ამ უბრალო შენიშვნით აიძულა იაკობი, შერცხვენოდა თავისი დაუდევრობისაც და წინანდელი საქციელისაც