თემა: დაუდევრობა, სულიერი დაცემა
ყველას უნდა გვეშინოდეს დაუდევრობისა - თუნდაც წუთიერისა - ჩვენი ცხონების საქმეში. ერთ წუთს შეუძლია, ადამიანი მართლიდან ცოდვილად აქციოს. ადამი დაეცა, სოლომონმა ღმერთი დაივიწყა, წმიდა მოციქულმა ღმერთი უარყო. თუ პატარა ქარისაგან კედარის ხეები იმუსრება, განა სუსტი ტოტები წინააღმდეგობას შესძლებენ?