image

თემა: ავადმყოფობა,  ჯანმრთელობა

505. დიდი ბერისაგან კვლავ მას, რომელმაც იკითხა, უნდა ესარგებლა თუ არა მკურნალობით.
ძმაო! ვინც ექიმებს მიმართავს ან არ მიმართავს, ამას ღვთის იმედით აკეთებს. ვინც მიმართავს, ის ამბობს: „უფლის სახელით საკუთარ თავს ექიმებს ვანდობ. დაე, ღმერთმა მათი მეშვეობით კურნება მომანიჭოს“. ხოლო, ვინც არ მიმართავს, უფლის იმედი აქვს და კურნებას მისგან ღებულობს. ამრიგად, შენ თუ მკურნალობას გამოიყენებ - არ შესცოდავ; მაგრამ თუ ექიმს არ მიმართავ, თავს ნუ აიმაღლებ. იცოდე, ექიმს რომც მიმართო, მაინც ის მოხდება, რაც ღვთის ნებას ესათნოება. თუ გსურს, მაშინ გახსოვდეს წმიდა წინასწარმეტყველ ელიას სიტყვები: „ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე“ (4 მეფ. 14, 16 - შენიშვნა). და იმ დღეს უზრუნველად იქნები.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები