1
2
image
image
Loading..
image

თემა: ჯანმრთელობა

ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
link
image

თემა: ჯანმრთელობა

ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
link
image

თემა: ჯანმრთელობა

მხედველებაში გქონდეთ, რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკვებზე დამოკიდებული, მას უფრო მეტად სულიერი სიმშვიდე განაპირობებს. ცხოვრება ღმერთი ამასოფლის მღელვარებისაგან განგვაშორებს, გულს სიმშვიდით აღავსებს და მისი მეშვეობით სხეულში ყვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ჯანმრთელობა

არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ჯანმრთელობა

ძილის წინ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვილოცე. იმ ღამესვე დამესიზმრა მამა გაბრიელი, თითქოს ჩემი სახლის ეზოში ვიდექით. მას ხელში ქვა ეჭირა, რომელიც შორს უნდოდა გადაეგდო, მაგრამ სულ ახლოს ვარდებოდა. მომიბრუნდა და მითხრა: ქვა რო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ჯანმრთელობა

505. დიდი ბერისაგან კვლავ მას, რომელმაც იკითხა, უნდა ესარგებლა თუ არა მკურნალობით.ძმაო! ვინც ექიმებს მიმართავს ან არ მიმართავს, ამას ღვთის იმედით აკეთებს. ვინც მიმართავს, ის ამბობს: „უფლის სახელით საკუთარ თავს ექიმებს ვანდობ. დაე, ღმერთმა მათი მეშვეობით კურნება მომანიჭოს“. ხოლო, ვინც არ მიმართავს, უფლის იმედი აქვს და კურნებას მისგან ღებულობს. ამრიგად, შენ თუ მკურნალობას გამოიყენებ - არ შესცოდავ; მაგრამ თუ ექიმს არ მიმართავ, თავს ნუ აიმაღლებ. იცოდე, ექიმს რომც მიმართო, მაინც ის მოხდება, რაც ღვთის ნებას ესათნოება. თუ გსურს, მაშინ გახსოვდეს წმიდა წინასწარმეტყველ ელიას სიტყვები: „ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე“ (4 მეფ. 14, 16 - შენიშვნა). და იმ დღეს უზრუნველად იქნები.
link
image

თემა: ჯანმრთელობა

531. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: თუკი ვინმეს ავადმყოფობა ოპერაციას საჭიროებს, უნდა გაიკეთოს თუ არა? და უნდა ითხოვოს თუ არა რჩევა მამებისაგან?შვილო! ვინც ავად არის, მან ერთ რომელიმე მამას უნდა ჰკითხოს და ყველაფერი მისი რჩევის მიხედვით გააკეთოს, რამეთუ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბერი თავის ნიჭით ფარულად კურნავს და ექიმები აღარ სჭირდება ავადმყოფს.
link
image

თემა: ჯანმრთელობა

522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?თუ ადამიანი საზიანო საჭმელებისაგან თავს კეთილგონივრულად შეიკავებს, ეს ცოდვა არაა. ხოლო ვინც ყველაფერს, რაც შეხვდება, ღვთის გულისათვის, განურჩევლად ჭამს და არ ზრუნავს სხეულის დაზიანებაზე, ასეთი ადამიანი პირველს აღემატება, თუ რა თქმა უნდა, ქედმაღლობის ვნებით არ იძარცვება. საერთოდ, უნდა ვუფრთხილდეთ, რაღაც ვნებით არ შევჭამოთ, რამეთუ ეს უკვე მარცხია და საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. ჯანმრთელობა და სხეულის ტანჯვა ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც თქვა: „მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან“ (რჯლ. 32, 39). მაშასადამე, თუ ღვთისთვის სათნოა, ჯანმრთელობა ექიმის მეშვეობით გვეგზავნება, ანდა უფლის ერთი სიტყვით. ტანჯვის ხანგრძლივობაც ღვთის განჭვრეტის საქმეა, და ამიტომ მათ, რომელთაც ღმერთს საკუთარი თავი სრულად მიანდეს, აღარ ზრუნავენ არაფერზე. ღმერთი იმას უგზავნის, რაც მას ესათნოება და რაც მათთვის სასარგებლოა. მაშასადამე, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეუძლია ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, როგორც სწამს.
link
1
2
image
image