
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: ჯანმრთელობა, ლოცვა, ჭეშმარიტი ქრისტიანობა
მამა გაბრიელი ჩემგან მეტ ღვაწლს და ჭეშმარიტ ქრისტიანობას ითხოვდა
ძილის წინ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვილოცე. იმ ღამესვე დამესიზმრა მამა გაბრიელი, თითქოს ჩემი სახლის ეზოში ვიდექით. მას ხელში ქვა ეჭირა, რომელიც შორს უნდოდა გადაეგდო, მაგრამ სულ ახლოს ვარდებოდა. მომიბრუნდა და მითხრა: ქვა რომ შორს არ ვარდება, ეს მარტო ჩემი ბრალია, რადგან ხელს კარგად არ ვიქნევ. იგივე შენც გეხება: თუ ხელს გაანძრევ, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებაო. ეტყობა, ის ჩემგან უფრო მეტ ღვაწლს და ჭეშმარიტ ქრისტიანად ჩამოყალიბებას ითხოვდა, რაც კურნების მიზეზიც გახდებოდა. ნიშანდობლივია, რომ მე იგი ცხოვრებაში ვიზუალურად არ მინახავს და ამ სიზმრის შემდეგ, როდესაც მისი გარეგნობა აღვწერე, ზუსტად დაემთხვა.