image

თემა: ლოცვა,  ღმერთი

831. როგორ განმარტავენ წმ. მამები სამობით წმიდა ლოცვას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“?
სიტყვებში – „წმიდაო ღმერთო“ – ჩვენ ვგულისხმობთ მამა ღმერთს, თუმცა მხოლოდ მას ერთს არ მივაკუთვნებთ სახელსა ღმრთაებისა, არამედ ვაღიარებთ ძესაც და სულიწმიდასაც. კვალად სიტყვებს – „წმიდაო ძლიერო“ – ჩვენ მივაკუთვნებთ ძეს, ამასთან არ მოვაკლებთ ამ თვისებას – სიძლიერეს – არც მამას და არც სულიწმიდას; აგრეთვე სიტყვებს – „წმიდაო უკვდავო“ – ჩვენ მივაგებთ სულიწმიდას, მაგრამ ამასთან, უკვდავების გარეშე როდი ვაყენებთ მამასა და ძეს. მაშასადამე, ყველა ამ ღვთაებრივი სახელწოდების ქვეშ ჩვენ უსათუოდ ვგულისხმობთ თითოეულ ჰიპოსტასს წმიდა სამებისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები