ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის, ღმერთი
რა მივუძღვნათ საჩუქრად ღმერთს?
დაე, ღმერთს მივუძღვნად საჩუქრად: ზოგმა - სიმდიდრე, ზოგმა - სიღატაკე, ზოგმა - მოყვასზე ზრუნვა, ზოგმა - საქები საქმე, ზოგმა - ღრმა დაკვირვება, ზოგმა - კეთილდროული სიტყვა, ზოგმა - კეთილგონივრული მდუმარება, ზოგმა - თვინიერება და მორჩილება, ზოგმა - წმიდა ქალწულობა და ზოგმა - პატიოსანი ქორწინება, ზოგმა - თავშეკავება, ზოგმა - უბიწო ცხოვრება, ზოგმა მოუკლებელი ლოცვა და გალობა, ზოგმა - უძლურთა თანადგომა. ყველამ მივიტანოთ სინანულის ცრემლები, ცოდვათაგან განმწმენდი და ზეაღსვლის სურვილი და ძალისხმევა. კეთილი ნაყოფი იქნება აგრეთვე უბრალოება, უბიწო ღიმილი, აღვირამოდებული ცოდვა, დაცული თვალი, გაუფანტავი გონება. მიიღებს უფალი ქვრივის ორ მწულილსაც, მეზვერის თავმდაბლობასაც, მანასეს აღსარებასაც; მაგრამ ყველაზე მშვენიერი ის არის, რომ უფალი ნაბოძარს ზომავს არა მისი ღირებულებით, არამედ - ნაყოფის გამომღების ძალისხმევითა და განწყობით. ყველამ უნდა მიართვას უფალს ის, რაც აქვს, რაც მისი საკუთრებაა: ცოდვილმა - გამოსწორება, კეთილ ღვაწლში მყოფმა - სიმტკიცე, ახალგაზრდამ - თავშეკავება, ჭაღარამ - კეთილგონიერება, მდიდარმა - გულუხვობა, ღარიბმა - მადლიერება, ძალაუფალმა - თავმდაბლობა, მოსამართლემ - სიმშვიდე.