წმ. იოანე დამასკელი

831. როგორ განმარტავენ წმ. მამები სამობით წმიდა ლოცვას: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო

831. როგორ განმარტავენ წმ. მამები სამობით წმიდა ლოცვას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“?

სიტყვებში – „წმიდაო ღმერთო“ – ჩვენ ვგულისხმობთ მამა ღმერთს, თუმცა მხოლოდ მას ერთს არ მივაკუთვნებთ სახელსა ღმრთაებისა, არამედ ვაღიარებთ ძესაც და სულიწმიდასაც. კვალად სიტყვებს – „წმიდაო ძლიერო“ – ჩვენ მივაკუთვნებთ ძეს, ამასთან არ მოვაკლებთ ამ თვისებას – სიძლიერეს – არც მამას და არც სულიწმიდას; აგრეთვე სიტყვებს – „წმიდაო უკვდავო“ – ჩვენ მივაგებთ სულიწმიდას, მაგრამ ამასთან, უკვდავების გარეშე როდი ვაყენებთ მამასა და ძეს. მაშასადამე, ყველა ამ ღვთაებრივი სახელწოდების ქვეშ ჩვენ უსათუოდ ვგულისხმობთ თითოეულ ჰიპოსტასს წმიდა სამებისა.
 
თემატური კითხვები
3