ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სახარების განმარტება, ღმერთი
305. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა" (მათ. 23.9)?
ეს სიტყვები იმიტომ კი არ თქვა, რომ არავის ვუწოდოთ: მამაო, არამედ, რათა გულისხმა–ვყოთ, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მამა. როგორც მრავალნი არიან მოძღვრებად სახელდებულნი, მაგრამ ჭეშმარიტი მოძღვარი არის ქრისტე, ასევე, თუმცა კაცთ მამა ეწოდება, მაგრამ მამა არავინ არის, გარდა ღმერთისა, რომელიც მიზეზია ყოველთა მოძღვართა და მამათა.