თემა: ღმერთი

1146. იღებს თუ არა თითოეული ადამიანი, ღმრთის განცხადებას უშუალოდ ღმრთისგან?
ღმრთის გამოცხადებას ყველა როდი იღებს უშუალოდ ღმრთისგან, რამეთუ ადამიანთა უმრავლესობას ცოდვებისა და გულგრილობის გამო, ძალა არ შესწევს მიიღოს ღმრთის განცხადება უშუალოდ მისგან და ჯეროვნად შეიცნოს იგი.
    ღმერთი ადამიანებს თავს ნაწილობრივ უცხადებდა.
1147. ვის მიერ უცხადებდა ღმერთი თავის თავს ადამიანებს?
ღმერთი ადამიანებს თავს ნაწილობრივ უცხადებდა, პირველქმნილი ადამიანის – ადამის, ნოეს, აბრაამის, მოსეს და სხვა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, და ბოლოს ის სრულად განგვეცხადა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახით და მოციქულთა მიერ.
    განმარტება:
    წმინდა მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარ-მეტყუელთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თვისისა" (1,1).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები