image

თემა: ღმერთი

344. რას ნიშნავს, რომ ქრისტე სხეულებრივად დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა?
როცა ვამბობთ, ქრისტე სხეულებრივად დაჯდა ღმერთისა და მამისა მარჯვენითო, ჩვენ სივრცობრივი (ადგილის) მნიშვნელობით როდი გვესმის მარჯვენა მხარე. რამეთუ, როგორ შეიძლება შემოუსაზღვრავს (გარშემოუწერელ ღმერთს) სივრცობრივად ჰქონდეს მარჯვენა და მარცხენა მხარე?! მარჯვენა და მარცხენა მხარე (სივრცობირივ ადგილის მნიშვნელობით) იმისი კუთვნილებაა, რაც შემოსაზღვრულია. მამის მარჯვენა მხარის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ღვთაებრივ დიდებას და პატივს, რომელთა შორის ძე ღმრთისა ჰგიებს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და როგორც ერთარსი მამისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები