ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ლოცვა, ღვთისმსახურება
რისთვის მეორდება ეკლესიაში ერთი და იგივე ლოცვა ყველაზე ხშირად - უფალო შეგვიწყალე?
რატომ ვსუნთქავთ მუდმივად? ეს აუცილებელია; ის აღაგზნებს და იცავს ჩვენს ჯანმრთელობას. ამისთვისვე გვჭირდება ლოცვები... და მართლაც, რას ნიშნავს ეს? უფალო შეგვიწყალე! ეს გოდებაა სიკვდილმისჯილი დამნაშავისა, რომელიც განრისხებული მსაჯულისაგან ითხოვს შეწყალებას; ეს გოდებაა მონანულისა, რომელიც მტკიცედ განიზრახავს გამოსწორებას და ახალი ცხოვრების დაწყებას, ქრისტიანს რომ შეშვენის; ეს გოდებაა ცოდვილისა, რომელიც მზად არის თვითონ შეიწყალოს სხვები, როგორც უსაზღვროდ შეწყალებულმა და შეყვარებულმა ღვთისგან, მის საქმეთა განმსჯელისაგან (წმ. იოანე კრონშტადტელი).