თემა: ღვთისმსახურება

2006.რისგან შედგება მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება?
შედგება ლოცვისა და მღვდელმოქმედებებისაგან, რომელსაც ასრულებს მღვდელი, მორწმუნეთა უშუალო მონაწილეობით, დადგენილი საეკლესიო წესის მიხედვით.
2007.რატომ სრულდება ღმრთისმსახურება?
სრულდება იმისთვის:
    1. რათა მორწმუნეებმა წმიდა მსხვერპლი შესწირონ ღმერთს,
    2. რათა თაყვანი სცენ ღმერთს, ქება და დიდება აღუვლინონ, მადლობა შესწირონ ანდა მიმართონ ვედრებით,
    3. რათა ღმრთის მოწყალებისა და მადლის იმედი ჰქონდეთ.
2008.როგორ იყოფა ღმრთისმსახურება?
იყოფა საზოგადო და კერძო ღმრთისმსახურებებად.
2009.რომელია საზოგადო ღმრთისმსახურება?
საზოგადო ღმრთისმსახურებას მღვდელი აღასრულებს ეკლესიის მრევლის წევრთა მონაწილეობით.
2010.რომელია კერძო ღმრთისმსახურება?
კერძო ღმრთისმსახურებაა, რომელსაც მღვდელი აღასრულებს ეკლესიის მრევლის წევრის ან წევრთა თხოვნით, მორწმუნეთა სხვადასხვა საჭიროების მიხედვით; ამიტომაც ეწოდება მას შესაწირავი.
2011.სად სრულდება ღმრთისმსახურება?
ღმრთისმსახურება, როგორც წესი, აღესრულება ტაძრებში, მაგრამ აუცილებელობის შემთხვევაში შეიძლება შესრულდეს სხვა შესაფერ ადგილებშიც.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები