ავტორი:
წმ. თეოდორე სტუდიელი
თემა: გარდაცვლილთა პატივისათვის, ღვთისმსახურება
916. შეიძლება თუ არა წირვაზე ისეთი ადამიანის მოსხენიება, რომელიც სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში იყო მხილებული?
თუნდაც იგი მამა იყოს შენი, თუნდაც დედა, თუნდაც ძმა ან სხვა ვინმე – სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში მხილებული, არ უნდა იქნეს მოხსენიებული წირვაზე... როგორ შეიძლება, რომ ვინც სიცოცხლეში მწვალებელთა თანაზიარი იყო და ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს მიწას, შეტანილ იქნეს მოსახსენიებელში მართლმადიდებელთა მღვდელმსახურებისას?