ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: ღვთისმსახურება
941. რა ვქნა, თუ ღვთისმსახურებისას ზოგიერთი რამ არ მესმის?
იდექით და ისმინეთ ყველაფერი ყურადღებით, სიმდაბლის სულით და წმინდა აზრები და გრძნობები უეჭველად გაგიჩნდებათ. შეუძლებელია, მდაბალ და ყურადღებიან ადამიანს, ღმერთთან შეერთების მსურველს, არ ეწვიოს სული შემუსვრილებისა და ლმობიერებისა. თუმცა, თქვენ ბევრი რამ არ გესმით, მაგრამ რაღაც ხომ მაინც გესმით, და ბევრიც, უეჭველად, და აი ის, რაც გესმით, შეიწოვეთ თქვენს გულში იფიქრეთ იმაზე, ეკლესიის წმინდა სიტყვებიდან გაამრავლეთ თქვენი წმინდა აზრები, გრძნობები და საქმე, ღვთის შეწევნით, წარმატებით წავა.