ავტორი:
აბბა დოროთე
თემა: ღვთისმსახურება
974. რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ლოცვის მოსასმენად დროულად მისვლას და გასრულებამდე იქ დგომას?
ერთმა წმიდა ბერმა და წინასწარმეტყველმა მიამბო: როდესაც ძმები ლოცვად შიკრიბებოდნენ, ვხედავდი მშვენიერი აღნაგობის, სამღვდელო სამოსით მოსილ კაცს. იგი საკურთხევლიდან გამოდიოდა, ხელთ ევლოგია (მცირე ჭურჭელი მირონით) ეპყრა, დააწებდა მას პატრუკს, მიმოივლიდა ძმებს და ჯვრის სახედ სცხებდა თითოეულ მათგანს. ისიც შევნიშნე, რომ ეს კაცი ზოგიერთ ისეთ ადგილზე გამოსახავდა ჯვარს, სადაც არავინ იდგა, ზოგან კი – არა. ლოცვის დასასრულსაც გამოვიდა იგი საკურთხევლიდან და იგივე გაიმეორე. ერთ დღეს შეიპყრა იგი ერთმა ბერმა, ფერხთ ჩაუვარდა და თავისი ვინაობისა და საქციელის მნიშვნელობის გამხელას ევედრა. მან კი მიუგო: „მე ღვთის ანგელოზი ვარ. ნაბრძანები მაქვს მათი გულმოდგინებისათვის მირონი ვცხო ყველას, ვინც ლოცვის დაწყებიდან გასრულებამდე ტაძარში დგას. ზოგიერითი ძმა მოსწრაფეა დაესწროს ლოცვას, მაგრამ ხორციელი უძლურებით შეიწრებული ამას ვერ ახერხებს. მათაც მიეცემათ ევლოგია, ასევე იმათ, რომლებიც სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ და ამის გამო ლოცვას ვერ ესწრებიან. ევლოგიას მხოლოდ ისინი ვერ მიიღებენ, რომელთაც შეეძლოთ ლოცვაზე მოსვლა, მაგრამ სიზარმაცის გამო არ მოდიან. ისინი თავად ხდიან საკუთარ თავს ევლოგიის უღირსად“. ისწრაფეთ, ძმებო, რათა არ დაგიკავოთ წმიდა ანგელოზმა თავისი ბეჭედი.