თემა: ღვთისმსახურება
2192.როდის უნდა დაეტოვებინათ ტაძარე ადრეულ ხანებში კათაკმეველთ ლიტურღიის აღსრულების დროს?
ადრე კათაკმეველთ მათთვის წარმოთქმული კვერექსის დამთავრებისთანავე უნდა დაეტოვებინათ ტაძარი.
2193.ვინ და რომელი სიტყვებით შეახსენებთ კათაკმეველთ, რომ უნდა დატოვონ ტაძარი?
ამას მათ დიაკვანი შეახსენებს, როცა წარმოთქვამს: ,,კათაკმეველნო, განვედით!"
2194.რას მოიცავს ლიტურღიის მეორე ნაწილი, მორწმუნეთა ლიტურღია?
მორწმუნეთა ლიტურღია მოიცავს:
1. დიდ შესვლას,
2. სარწმუნოების სიმბოლოს,
3. საუფლო ძღვენის გარდასახვასა და კურთხევას,
4. თხოვნით კვერექსს,
5. საუფლო ლოცვას,
6. წმიდა ზიარებას,
7. სამადლობელ ლოცვას წმიდა ლიტურღიის დასრულებისას.
1. დიდ შესვლას,
2. სარწმუნოების სიმბოლოს,
3. საუფლო ძღვენის გარდასახვასა და კურთხევას,
4. თხოვნით კვერექსს,
5. საუფლო ლოცვას,
6. წმიდა ზიარებას,
7. სამადლობელ ლოცვას წმიდა ლიტურღიის დასრულებისას.
2195.რას აღასრულებს მღვდელი დიდი შესვლისას?
დიდი შესვლისას მღვდელი:
1. მიიღებს მომზადბულ საუფლო ძღვენს და გამოაბრძანებს მას ჩრდილოეთის კარით,
2. დგება სამეუფეო კარების წინ, პირიქით მლოცველებისკენ და საზეიმოდ წარმოსთქვამს ლოცვას, რომ უფალმა ღმერთმა მოიხსენოს სასუფეველსა თვისსა სამღვდელოება, ყოველნი გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი ქვეყნის მეუფება, ტაძარში მდგომარენი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი,
3. აღსავლის კარებით შეასვენებს წმიდა ძღვენს საკურთხეველში და დაასვენებს ტრაპეზზე.

2196.რას მოგვაგონებს დიდი შესვლა?
დიდი შესვლა მოგვაგონებს:
1. იესო ქრისტეს ჯვრიან გზას გოლგოთაზე, სადაც ჯვარცმულ იქნა და აღესრულა,
2. უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებას,
3. უფლის მეორედ მოსვლას დიდებითა მისითა.
1. იესო ქრისტეს ჯვრიან გზას გოლგოთაზე, სადაც ჯვარცმულ იქნა და აღესრულა,
2. უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებას,
3. უფლის მეორედ მოსვლას დიდებითა მისითა.
2197.რა იგალობება დიდი შესვლისას?
დიდი შესვლისას იგალობება ქერუბიმთა საგალობელი.
2198.რას შეგვახსენებს ქერუბიმთა საგალობელი?
ქერუბიმთა საგალობელი შეგვახსენებს, რომ ამ ჟამიდან გვმართებს განვეშოროთ ყოველივეს ამ სოფლიურს და გონება ჩვენი ცხოველისმყოფელი სამებისკენ მივაპყროთ.
2199.როგორ უნდა მოიქცნენ ქერუბიმთა საგალობლის გალობის დროს უძლურებაში მყოფი ადამიანები, ვინც მანამდე იჯდა?
უძლურნი და სნეულნი ამ დროს უნდა წამოდგნენ.
2200.როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც, დიდი გამოსვლის დროს მღვდელი ხმამაღლა აღავლენს ლოცვას, რომ ღმერთმა სასუფეველსა თვისსა მოიხსენოს ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანები?
ამ დროს უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და თავი დავხაროთ.
2201.რისკენ მოგვიწოდებს მღვდელი სარწმუნოების სიმბოლოს გალობის წინ?
მოგვიწოდებს ურთიერთსიყვარულისკენ, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვაღიაროთ ღმრთის წინაშე ჩვენი სარწმუნოება.
2202.როგორ უნდა მოვიქცეთ რომ სარწმუნოების სიმბოლოთი გამოვხატოთ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა?
ფეხზე მდგართ ვიგალობოთ სარწმუნოების სიმბოლო და დავრჩეთ ასე წმიდა ძღვენის გარდასახვამდე.
2203.რატომ არხევს მღვდელი წმიდა ძღვენის თავზე დიდ დაფარნას სარწმუნოების სიმბოლოს გალობისას?
ნიშნად მასზე სული წმიდის გარდამოსვლისა.
2204.რა იგალობება წმიდა ძღვენის კურთხევისა და გარდასახვის წინ?
იგალობება: ,,წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ..."
2205.რას შეგვახსენებს ამ საგალობლის სიტყვები: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა"?
ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ:
1. დგება საუფლო ძღვენზე სული წმიდის გარდამოსვლის ჟამი, და
2. გვმართებს ჩვენც ისეთივე კრძალვითა და პატივით მივიღოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც მარს შეეგებნენ და მიიღეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დროს.

2206.რომელია ლიტურღიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი?
ლიტურღიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია წმიდა ძღვენის კურთხევა და გარდასახვა.
2207.როგორ იკურთხევა და გარდაისახება წმიდა ძღვენი?
იკურთხევა და გარდაისახება ამგვარად: მღვდელი წარმოთქვამს უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს, რომელიც მან საიდუმლო სერობაზე წარმოთქვა და ამით დაადგინა საიდუმლო: ,,მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..." და ,,სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი..." შემდეგ ის აამაღლებს ბარძიმ-ფერხშუმს და იტყვის: ,,შენნი, შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის" და ლოცულობს, რომ გარდამოხდეს სული წმიდა წინადაგებულ ძღვენზე და შესცვალოს პური და ღვინო ქრისტეს წმიდა ხორცად და სისხლად.
2208.რა ეწოდება ლოცვას, რომლითაც მღვდელი თხოვს, რათა სული წმიდამ წინადაგებული პური და ღვინო შეცვალოს ქრისტეს წმიდა ხორცად და სისხლად?
ამ ლოცვას ჰქვია ეპიკლესი.
2209.რა იგალობება წმიდა ძღვენის კურთხევისა და გარდასახვის დროს?
იგალობება ,,შენ გიგალობთ..."
2210.ვის მიმართ ვგალობთ საგალობელს ,,შენ გიგალობთ..."?
ამ საგალობელს ვგალობთ ზოგადად ღმერთის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით ის შეეხება მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს, რომელიც საიდუმლოდ სუფევს ტრაპეზზე პურისა და ღვინის სახით.
2211.რატომ იგალობება წმიდა ძღვენის კურთხევისა და გარდასახვის დოს ,,ღირს არს..."?
იგალობება პატივად ყოვლადწმიდა ღვტისმშობლისა - დედისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ევნო ჩვენი ხსნისათვის.
2212.რა თხოვნას შეიცავს სიტყვები ,,ყოველთ და ყოვლისათვის"?
ეს სიტყვები შეიცავს თხოვნას, რომ უფალმა შეიწყალოს ყოველი ადამიანი, ვისაც ოდესმე უცხოვრია, განსაკუთრებით კი მაშვრალნი და ვირთმძიმენი.
2213.რომელ კვერექსს ეწოდება თხოვნითი?
თხოვნითი ეწოდება იმ კვერექსს, რომელშიც მღვდელი ლოცვისთვის მოგვიწოდებს სიტყვებით ,,უფლისა მიმართ ვითხოვოთ".
2214.რას ვევედრებით უმთავრესად თხოვნითი კვერექსით?
უმთავრესად შევთხოვთ:
1. ცოდვათა ჩვენთა მიტევებას და დატევებას,
2. კეთილსა და უმჯობესს სულთა ჩვენთათვის,
3. შეიწიროს ჩვენი მსხვერპლი და მოიღოს წყალობა ჩვენზე,
4. ქრისტიანულ აღსასრულს მშვიდობით და უცოდველად,
5. კეთილი სიტყვის გებას ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე.

2215.რას მიუგებენ მორწმუნენი თხოვნით კვერექსზე?
მორწმუნენი მიუგებენ: ,,მოგვმადლე, უფალო".
2216.რამდენჯერ წარმოსთქვამს მღვდელი თხოვნით კვერექსს წმიდა ლიტურღიაზე?
წარმოსთქვამს ორჯერ - ქერუბიმთა საგალობლის შემდეგ და წმიდა ძღვენის გარდასახვის შემდეგ.
2217.რატომ წარმოთქვამს მღვდელი ზიარების წინ: ,,წმიდაა წმიდათა"?
ამ სიტყვებით მღვდელი შეგვახსენებს, რომ წმიდა ძღვენი შეიძლება მიიღოს მან, ვინც თავად წმიდაა, ამიტომ ზიარების წინ გვმართებს გულის შემუსვრილება ჩვენი ცოდვების გამო, რათა ზიარების ღირსნი ვიყოთ.
2218.რატომ შეურევს მღვდელი ზიარების წინ ბარძიმში ცოტაოდენ თბილ წყალს?
ამას მღვდელი აკეთებს იმიტომ, რათა შეგვახსენოს, ჩვენი გული ასევე უნდა იყოს აღვსებული ღმერთის მიმართ მგზნებარე სიყვარულით.
2219.რომელი სიტყვებით მოუხმობს მღვდელი მაზიარებელთ?
მაზიარებელთ მღვდელი მოუწოდებს სიტყვებით: ,,შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით".
2220.აქვთ თუ არა წმიდა სულიერი ნუგეში იმ მორწმუნეთ, რომლებიც ლიტურღიის დროს არ ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს?
უეჭველად აქვთ, რამეთუ თითოეული ლოცვა თავისთავად ნუგეშია, ხოლო ლიტურღიაზე წარმოთქმული ლოცვები არა მხოლოდ ლოცვებია, არამედ თვით ღმერთის სიტყვაა, უსისხლო მსხვერპლის შეწირვასთან ერთად.
2221.აქვთ თუ არა წმიდა სულიერი ნუგეში იმ მორწმუნეთ, ვინც მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შესძლო დასწრებოდა წმიდა ლიტურღიის აღსრულებას?
მათაც ასევე აქვთ ნუგეში, რამეუ უსისხლო მსხვერპლი შეიწირება ყოველი ადამიანისთვის, და აღვლენილ ლოცვებში მორწმუნენი ლოცულობენ ცოცხალთათვისაც, და გარდაცვლილთათვისაც, აგრეთვე, იმათთვის, რომლებიც ვერ ესწრებიან თაიანთი უძლურებისა და სნეულების გამო.
2222.ვინ იღებს უმეტეს სულიერ ნუგეშს წმიდა ლიტურღიის დროს?
უმეტეს სულიერ ნუგეშს იღებს ის, ვინც ზიარების ღირსი შეიქმნა.
2223.რას მიგვანიშნებს საგალობელი ,,ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ"?
მიგვითითებს:
1. რომ უფალი იესო ქრისტე არის ნათელი ჭეშმარიტი,
2. რომ ჩვენ მივემთხვიეთ ჭეშმარიტ რწმენას, რომელსაც ჩვენი წინაპრები აზიარა ანდრია პირველწოდებულმა და წმიდა ნინომ და გვმართებს ეს სარწმუნოება წმიდად და შეუბღალავად დავიმარხოთ, როგორც ღმრთის საუნჯე.